მთავარი ქალაქებიგდანსკი გდანსკის ქარვის მუზეუმი

გდანსკის ქარვის მუზეუმი

by მე მოგზაური

გდანსკის ქუჩები ქარვის ნაკეთობების გამოფენას ჰგავს, მაგრამ ქარვის მუზეუმი მაინც საინტერესოა იქ დაცული ისტორიული ქარვის და ქარვაში დაცული ისტორიის სანახავად.

ქარვა გდანსკის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, რადგან მისი მოპოვება-წარმოება აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყეს. თავად ქარვის ჩამოყალიბება კი მილიონობით წლების ისტორიას ითვლის. შესაბამისად, სანახავი ბევრია, როგორც ქუჩაში, ასევე მუზეუმში.

ქარვის მუზეუმი ამ ციხესიმაგრის კოშკებში 2006 წლიდან ფუნქციონირებს და მასში გამოფენილია ქარვის 675 ექსპონატი.

მუზეუმში ფოტოკამერით გადაღემა აკრძალულია, არც მობილურს მიესალმებიან, მაგრამ რამდენიმე კადრი მაინც გადავიღე.

როგორც ცნობილია, ქარვა არის მცენარის გამკვრივებული ფისი, რომელიც დამუშავების შემდეგ ულამაზეს ნაკეთობად ყალიბდება და სასიამოვნო სურნელიც გააჩნია. ბუნებაში ნაპოვნი ქარვის უმრავლესობას აქვს წვეთის ფორმა. როგორც ჩანს ხიდან მოწყვეტისას, ზოგიერთმა წვეთმა, მწერები შეიწირა და ასე შემოგვინახა დღემდე.

ქარვა

მუზეუმში დაცულია დიდი ზომის დაუმუშავებელი ქარვის “ლოდები”.

არანაკლებ შთამბეჭდავია დამუშავებული ქარვა, მისგან უმშვენიერეს საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ ჯერ კიდევ ასწლეულების წინ.

ამ მუზეუმში ნახავთ უამრავ ქანდაკებას, რელიგიურ ატრიბუტიკას და ქარვის გიტარაც კი… თუმცა მე ყველაზე მეტად ეს მცირე ზომის ნაკეთობა მომეწონა.გდანსკის ქარვის მუზეუმი - მე მოგზაური
მოკლედ, ქარვის მუზეუმში ბევრ საინტერესო ნამუშევარს თუ ექსპონატს იხილავთ. აქვეა ქარვის დამუშავების ძველი ტექნოლოგიის ამსახველი კუთხე (სახელოსნო) და თანამედროვე სახელოსნოებიც, რომლებიც ქარვისგან დამზადებულ სხვადასხვა სამკაულს შემოგთავაზებენ.