მთავარი ქალაქებიმიუნხენი მიუნხენი: ცენტრალური ვაგზალი – მარიენპლატცი

მიუნხენი: ცენტრალური ვაგზალი – მარიენპლატცი

by კახა მჭედლიძე
0 კომენტარი
მიუნხენი - მარიენპლატცი

მიუნხენი სულაც არ არის მხოლოდ “მარიენპლატცი” და ტურისტული ცენტრი, მაგრამ ამჯერად უფრო მეტის ნახვის დრო არ მქონდა.

ფოტოექსკურსს ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან, Hauptbahnhof-დან ვიწყებ, რომლის გარშემო რეკონსტრუქცია და მშენებლობა მიმდინარეობს.

Munich Hauptbahnhof

გერმანიაში ყველა ტიპის ტრანსპორტი ინტეგრირებულია, ანუ ერთმანეთთან არის დაკავშირებული, და ეს კავშირები კიდევ უფრო ღრმავდება, სწორედ ამიტომ მიუნხენის ცენტრალურ სადგურთან ტრამვაის ხაზსს აშენებენ.

ტრამვაის რელსები

მიუნხენში ჩასვლისთანავე რაც თვალში მომხვდა ველოსიპედების სიმრავლეა.

მიუნხენის სასამართლო

ველოსიპედების პარკინგი მიუნხენის რაიონული სასამართლოს შენობის წინ.

მიუნხენის ტრამვაი

აქედან გზის მეორე მხარეს შადრევნებიან “კარლსპლაცის” მოედანზე გადავდივარ.

Karlsplatz

კარიბჭე Karlstor-ის გავლით მივუყვები საფეხმავლო ქუჩას, Neuhauser Straße-ს (ნეიჰაუზერ შტრასე).

კარლსპლაცი

საინტერესო არქიტექტურის გარდა თვალში მხვდება ხალხის სიმრავლე. სამუშაო საათებია, თანაც შუა კვირა, მაგრამ ქუჩა სავსეა ხალხით და გასაგები მიზეზების გამო ეს არ ხდება ტურისტების წყალობით.

მიუნხენი

ასევე ყურადღებას იქცევს ხალხით სავსე ღია რესტორნები, არა მარტო ამ ქუჩაზე, ავტობუსიდანაც იგივე სურათს ვხედავდი.

გარევაჭრობა

გარევაჭრობაც აქაური ქუჩის განუყოფელი ნაწილია. სადაც ხალხმრავლობა და ვაჭრობაა იქ არიან მათხოვრებიც…

მათხოვარი

და ქუჩის მუსიკოსებიც.

ქუჩის მუსიკოსები

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი ქალაქი ქუჩაში გამოვიდა სასეირნოდ და ლუდის სასმელად.

Neuhauser Straße

ნეიჰაუზერ შტრასეზე ერთმანეთს ერწყმის ძველი ბავარიული არქიტექტურა და თანამედროვე დიზაინი. მარცხნივ Hirmer Tagesbar, ხოლო მარჯვნივ თანამედროვე სავაჭრო ცენტრები.

მიუნხენი: ცენტრალური ვაგზალი - მარიენპლატცი - მე მოგზაური

მარცხნივ წმინდა მიხეილის ეკლესია, 1597 წელს დასრულებულა მისი მშენებლობა. ხოლო, 1944 დაბომბვის შედეგად დაინგრა და 1947-48 წლებში აღადგინეს.

St. Michael's Church

ამავვე ფოტოზე ჰორიზონტზე მოსჩანს ფრაუენკიხე, წმინდა ქალწულ მარიამის ტაძრის ორი გუმბათი, მის შესახებ ცოტა მოგვიანებით, უკან გზაზე.

… მივადექით მიუნხენის სიმბოლოდ ქცეულ მარიენპლატცს.

 

მარიენპლატცი

მარიენპლატცი

მარიენპლატცი მიუნენის მთავარი მოედანია 1158 წლიდან. ფოტოზე მარიანპლატცზე განლაგებული რატუშა, სადაც განთავსებულია ქალაქის თვითმართველობა. რატუშის ახალი ნეოგოთიკური სტილის შენობა აგებულია 1867-1908 წწ.

ეს ადგილი ძირითადად ტურისტებს რატუშაზე განთავსებული თოჯინების წარმოდგენის სანახავად იზიდავს.

მიუნხენის რატუშა

წარმოდგენები იმართება ყოველდღე 11 საათზე, როდესაც რატუშის 43 ზარი დარეკავს. ზაფხულობით თოჯინების წარმოდგენის ნახვა შესაძლებელია 12 და 17 საათზეც.

მარიენპლატცი სავსეა ხალხით, ღია კაფე-რესტორნებითა და გარევაჭრობის დახლებით.

გზას ვაგრძელებ მარჯვნივ ძველი რატუშისკენ.

 

ბაზრობა

ამ კოშკიდან მარჯვენა მხარეს ყვავილების ბაზრობისა და ქუჩის სწრაფი კვების ბევრი ჯიხურის თუ მაღაზიის სანახავად მივდივარ.

ყვავილები

ყვავილები და სწრაფი კვების ობიექტები ბევრი ბავარიული ხორცის პროდუქტებით და ლუდით.

ნამდვილი ბავარიელები სწორედ აქ სადილობენ…

მიუნხენი: ცენტრალური ვაგზალი - მარიენპლატცი - მე მოგზაური

და სვამენ ლუდს.

ბავარიული ლუდის მსმელები

აქედან, ძველი მიუნხენის ვიწრო ქუჩებით, გეზი ავიღე კიდევ ერთი კულინარიული ღირშესანიშნაობისკენ, ჰოფბრაუჰაუსისკენ. რაც იქ ვნახე აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

მიუნხენის ჰოფბრაუჰაუსი – HB და მისი ლუდის ძალა

აქ კი ძველი მიუნხენის ქუჩების აღწერას ვაგრძელებ.

 

მიუნხენის ვიწრო ქუჩებში

მიუნხენი

ჰოფბრაუჰაუსიდან უკან ცენტრალური ქუჩის პარალელური ვიწრო ქუჩებით დავბრუნდი და უფრო მეტი რიგითი მიუნხენელი და მათი ცხოვრება ვნახე.

 

თქვენ გგონიათ მანქანები მხოლოდ თბილისში დგანან ტროტუარებზე? ძალიან ცდებით, მიუნხენშიც ნახავთ ტროტუარზე დაპარკინგებულ მდიდრულ ავტომობილებს. ეს არის 2019 წლის Mercedes-AMG GT 63 S.

2019 Mercedes-AMG GT 63 S

მიუნხენში ბევრი ავტომობილია, თან გამორჩეული უახლესი მოდელები, მაგრამ ასევე ბევრია ველოსიპედი.

ჩვილი ველოსიპედის ეტლში

აქ მიუნხენელი ქალი ჩვილ ბავშვს ველო-ეტლით ასეირნებს.

ქვედა ფოტოზე ველოსიპედების პარკინგი.

ველოპარკინგი

გზად “პორშეს” დიზაინის ვიტრიას მივადექი. პორშე ამაყობს ავტომობილების მაყუჩების ორიგინალურობით.

Porsche Design

ფრაუენკირხე – წმინდა ქალწულ მარიამის ტაძარი

მისი მშენებლობა 1468 წელს დაიწყო და 1488 წელს დასრულდა. ხოლო კოშკების გუმბათები 1525 წელს დაადგეს.

მიუნხენი: ცენტრალური ვაგზალი - მარიენპლატცი - მე მოგზაური

ტაძრის წინ სივრცის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

მიუნხენი: ცენტრალური ვაგზალი - მარიენპლატცი - მე მოგზაური

თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს მიუნხენელებს იქვე ღია რესტორანში ჩამოჯდნენ და დრო გაატარონ.

მიუნხენი: ცენტრალური ვაგზალი - მარიენპლატცი - მე მოგზაური

კიდევ რამდენიმე კადრი უკანა გზიდან.

მიუნხენში უფრო ვრცელი და დეტალური ტურისთვის შეიძინეთ Hop-on Hop-off Bus Munich-ის იაფი ბილეთები.

 

რეკომენდაციები:

  • კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
  • ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 40 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

 

სხვა მასალები