მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებიპრაღა აბსენტი
პრაღა

აბსენტი

by მე მოგზაური 29 დეკემბერი, 2012
by მე მოგზაური 29 დეკემბერი, 2012 0 კომენტარი
4.8K

პრაღის ტურისტული ცენტრი სავსეა მაღაზიებით, რომელთა ვიტრინა გადავსებულია ათასგვარი ფორმის ჭურჭელში მოთავსებული მწვანე სასმელით. აბსენტი პრაღაში აკრძალული არ არის და ესეც ერათერთი ტურისტული სატყუარაა.

სწორედ ამიტომ პრაღის ძველი ქუჩები დალევისა და ჰალუცინოგენური თრობის მოყვარული ამერიკელებისა თუ ევროპელების სასურველი ადგილია.

აბსენტის მაღაზია

ბოჰემიის მხარეში (ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია) ბოჰემური სასმელის გამოხდის დიდი ტრადიცია გააჩნიათ. აქაური 70%-იანი აბსენტი მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, პიტნა, ქინძი და სხვა. აბსენტის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული (გამოხდილი) ზეთის ტუიონის შემცველობაზე.

აბსენტის ატრიბუტებიაბსენტის მომზადების რეცეპტის აღმოჩენას სხვადასხვა ევროპული ქვეყნები იბრალებენ, თუმცა ზუსტად არავინ იცის სად გაჩნდა პირველი აბსენტი. ბოჰემიაში ირწმუნებიან, რომ ბოჰემის შთაგონების წყარო სწორედ მათთან გაჩნდა.

ეს სასმელი არის სხვადასხვა ფერის, ყვითელი, წითელი და ყავისფერი, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია მწვანე შეფერილობის აბსენტი.

ტრადიციულად, აბსენტის მომზადება ხდება სპეციალურ ჭიქაში, მასში ასხამენ დაახლოებით 50 მილიგრამ აბსენტს და ჭიქის თავზე ათავსებენ ნახვრეტებიან კოვზს. ხოლო ამ კოვზზე თავსდება შაქრის ნატეხი და მასზე წვეთწვეთობით ასხამენ ყინულოვან წყალს. 1 პორცია აბსენტს უნდა დაემატოს 3 ან 5 პორცია წყალი, წყალი უნდა დაესხას დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში (წვეთ-წვეთად), იმისათვის რომ მოხდეს შაქრის ნატეხის კარგად გახსნა სასმელში და მიღებული ეფექტის მაქსიმიზაცია. ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგად თავს იჩენენ ზეთები რომლებიც შედის აბზინდას, ანისის, ანისულის, კამის, და ცერეცოს შემადგენლობაში. აბსენტის კოქტეილი წყლის რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო აიმღვრევა და მომწვანო რძისფერი გახდება.

არსებობს აბსენტის მომზადების კიდევ სხვა, ჩეხური წესი:

ჭიქის 1/3 შევსებულია აბსენტით, ხოლო კოვზზე შაქრის ნატეხზე ასხამენ აბსენტს პატარა პორციებით და ნატეხსს ცეცხლს უკიდებენ. ანთებული შაქარი იქცევა კარამელად და იღვენთება ჭიქაში. შემდეგ კი ამატებენ ცივ წყალს. ეს ყველაზე გავრცელებული ხერხია.

ისინი ვინც პირველად სვამენ აბსენტს შეიძლება ვერც კი გააცნობიერონ ჰალუცინოგენის ეფექტი. აბსენტის ”კაიფი” ხშირი მოხმარების შემდეგ უფრო ძლიერდება. ეს სასმელი საქართველოშიც ნებადართულია 🙂

Related

0 კომენტარი 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

ევროპა, შენგენი – წევრ ქვეყნებში მოგზაურობის პირობები

30 აპრილიდან ქუთაისის აეროპორტამდე მატარებელი მივა

Lufthansa: 140 ლარის ფასდაკლება ბილეთებზე

Wizz Air-ის ყველაზე იაფი ავიაბილეთები

10 ევროს ფასდაკლება Ryanair-ის ბილეთებზე

მოგზაურობა სტამბოლში პანდემიის პირობებში

Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს მარტის ბოლოს აღადგენს

ახალი ავიარეისები თბილისიდან და ბათუმიდან

Wizz Air-ი საქართველოდან ფრენებს სავარაუდოდ აპრილიდან განაახლებს

კომენტარები Cancel reply

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

ჩვენი სოცქსელები

Facebook Twitter Instagram Pinterest Youtube Rss

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე

  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ეს არის მოგზაურობის, ფოტოებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების მოყვარულთა ბლოგი.

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე

  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ბილეთები

  • იაფი ავიაბილეთები

  • პრაღის ციხესიმაგრის ბილეთები: 16 ევროდან

  • ბარსელონა, გუელის პარკი: 10 ევრო

  • ვერსალის სასახლის ბილეთები: 18 ევროდან

  • შოპინგი მილანში – 70%-იანი ფასდაკლებები

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Flickr
  • Youtube
  • Rss

@2020 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი