მთავარი ახალი ამბები ავიარეისების განრიგი საზღვარგარეთიდან ქართველების დასაბრუნებლად

ავიარეისების განრიგი საზღვარგარეთიდან ქართველების დასაბრუნებლად

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი
ავიარეისების განრიგი

საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ავიარეისები შემდეგი მიმართულებით

🔺24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი
🔺27 აპრილი – ვარშავა-თბილისი

მ.წ. 5 აპრილს ასევე გამოცხადდა დამატებითი რეისები:

🔹16 აპრილი – პარიზი-თბილისი
🔹18 აპრილი – თელავივი-თბილისი
🔹21 აპრილი – რომი-თბილისი

📢აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

✔️საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება:

🔹7 აპრილი – ათენი-თბილისი
🔹10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი
🔹12 აპრილი – ბერლინი-თბილისი
🔹14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

წყარო: mfa.gov.ge

  • 3
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები