მცხეთის რეკონსტრუქციამ ბევრი უკმაყოფილო დატოვა. მე არასდროს მესმოდა მათი პროტესტის, განსაკუთრებით კი ანტიოქიის ქუჩის ბინადართა უკმაყოფილების მიზეზი.
ამ ადგილის ფოტო ჯერ კიდევ 2011-ში გადავიღე, მაშინ, როდესაც მცხეთის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დასრულდა. მაშინდელ ფოტოზე დაინახავთ ძველ, უსახურ კორპუსებს და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას.
ახლა ანტიოქიის ქუჩა რეკონსტრუირებულია და განახლებული.
აქ აშენდა გუბერნატორის ოფისი…
ასევე, საქპატენტის შენობა.
საქპატენტის ოფისის ინტერიერი
ხედები საქპატენტის შენობიდან
სვეტიცხოველი
ანტიოქიის ქუჩაზე მდგარმა განახლებულმა სახლებმა ტურისტული ფუნქცია შეიძინა და ადგილობრივების ნაწილის შემოსავლის წყაროდ იქცა.
ქუჩის მნიშვნელობა კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო იუსტიციის სახლის აშენების შემდეგ, მაგრამ მშენებლობა პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად შეჩერდა.