6.6K
საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და ყაზახეთის კომპანია “ყაზმუნაიგაზმა“ ლიკანში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ერთობლივი პროექტი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“.
დაჯავშნა
სასტუმრო მდებარეობს “მეოთხე სამმართველოს” სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები, მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლები. „რიქსოს ბორჯომში” 151 ნომერია. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, ბალნეოლოგიურ ცენტრს, საცურაო აუზსა და ბავშვთა გასართობ ცენტრს. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. პროექტში საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კაპიტალის 50%-ია.