ყვავილების მოყვარულთა საზოგადოებაში ხმა გავარდა, თბილისის ზღვაზე ზურიკელა შევარდნაძეს სასწაული ბაღი გაუკეთებიათო და “გარდენია შევარდნაძე” დაურქმევიათო.
დაიწყო ძიება, რაც არ აღმოჩნდა იოლი საქმე.
![გარდენია შევარდნაძე გარდენია შევარდნაძე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0797-1024x682.jpg)
არც “გარდენიას” ვებსაიტი მუშაობს და ფეისბუკზეც მხოლოდ ფოტოებია. ფოტოებს შორის რუკის მაგვარი გრაფიკული ნახატია. მასზე ჩანს, რომ გარდენია თბილისის ზღვასთან ხუდადოვის ქუჩაზეა. მაგრამ არც ნომერი და არც მოქმედი ტელეფონები. ნომრები შევარდნაძის დროინდელი 8-იანი კოდებით იწყება…
![გარდენია შევარდნაძე გარდენია შევარდნაძე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0803-1024x682.jpg)
ასკანაში ოქროს მედალზე სკოლადამთავრებულმა და გერმანიაში განსწავლულმა ბიოლოგმა, ბოტანიკოსმა ზურაბ შევარდნაძემ “იუმორინაში” მონაწილეობით გაითქვა სახელი.
![გარდენია შევარდნაძე გარდენია შევარდნაძე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0702-1024x682.jpg)
იუმორიც კარგად გამოსდის, მაგრამ აი პროფესია ნამდვილად კარგად შეუსწავლია.
![გარდენია შევარდნაძე გარდენია შევარდნაძე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0724-1024x682.jpg)
თბილისის ზღვის მახლობლად უამრავი სახეობის მცენარე გაუხარებია იქვე მოწყობილ ბაღში და სათბურში.
![გარდენია შევარდნაძე სანერგე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0737-1024x682.jpg)
ყველაფერი ეს ისეა გაფორმებული, რომ თავშეყრის და დასვენებისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
![გარდენია შევარდნაძე სათბური](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0804-1024x682.jpg)
სათბურის დეკორაცია.
![გარდენია შევარდნაძე სარკე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0821-1024x682.jpg)
სათბურის ატრიბუტიკა.
![გარდენია შევარდნაძე გარდენია შევარდნაძე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0818-1024x682.jpg)
მრავალფეროვანი ყვავილების და დეკორატიული მცენარეების გარდა, გარდენია თავს იწონებს ევროპული ყაიდის “პატარა კაფით”.
![გარდენია შევარდნაძე პატარა კაფე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0699-1024x682.jpg)
პატარა კაფის ინტერიერი ევროპული სოფლის კაფეს მაგონებს.
![გარდენია შევარდნაძე გარდენია შევარდნაძე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0795-1024x682.jpg)
ყავა და ჩაი ულამაზეს გარემოში მეგობრებთან.
![გარდენია შევარდნაძე კაფე გარდენიაში](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0716-1-1024x682.jpg)
ანდაც მარტო.
![გარდენია შევარდნაძე გარდენია შევარდნაძე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0731-1024x682.jpg)
ეზო სავსეა გასაყიდად გამზადებული ათასგვარი ყვავილებით.
![გარდენია შევარდნაძე შევარდნაძის ყავავილები](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0708-1024x682.jpg)
უამრავი ძველი ნივთი გარდენიას ლანდშაფტური დიზაინის ელემენტია.
![გარდენია შევარდნაძე გარდენია შევარდნაძის დეკორაცია](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0747-1024x682.jpg)
შევარდნაძის ეზოში რამდენიმე მცირე და დიდი ზომის შადრევანიცაა.
![გარდენია შევარდნაძე შადრევანი და შევარდნაძე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0726-1024x682.jpg)
ამბობენ გარდენია შევარდნაძეს ხშირად სტუმრობენ მოდელები, ფოტოგრაფები და ახალდაქორწინებულები ფოტოსესიების მოსაწყობად.
![გარდენია შევარდნაძე გარდენია შევარდნაძე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0788-1024x682.jpg)
შემდეგი ფოტო და რუკა კი გარდენია შევარდნაძის პოვნაში დაგეხმარებათ.
![გარდენია შევარდნაძე სანერგე](https://kakhasblog.ltd.ge/blog/wp-content/uploads/2013/05/IMG_0835-1024x682.jpg)
ვიდეო: ზურა შევარდნაძე გვიყვება მისი წარმატების მიზეზების შესახებ.
რუკა: https://maps.app.goo.gl/cCg6dHBvdQgEgf8V6
რეკომენდაციები:
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი