თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი დროის მანქანას ჰგავს, რომელიც საუკუნის წინანდელ და უფრო ადრინდელ საქართველოში გამოგზაურებს.
ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა დროს – 2013 და 2017 წლებში, შემოდგომა-ზამთარში.
შესასვლელიდან მარცხნივ პირველივე კუთხე ეთმობა სამეგრელოს.
სამეგრელო
საჯალაბო (საცხოვრებელი) სახლი – მე-19 საუკუნე, სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი.
ხშირად ამ სახლის აივანზე მუზეუმის თანამშრომლები ტრადიციული ხელსაქმის დემონსტრირებას ახდენენ.
კიდევ ერთი სახლი – “ოდა” სამეგრელოდან, ისევ სოფელ ონტოფოდან. ოდა აგებულია მე-19 საუკუნის შუა პერიოდში და ეკუთვნოდა ნოდარეიშვილების ოჯახს.
სამეგრელოსა და გურიის საზღვარზე ყველას ყურადღებას იქცევს XVIII – XIX საუკუნის სახლი რომელიც მრავალ კინოფილმში ფიგურირებს.
გურია
გადავედით გურიაში და სახლი აწყურიდან.
საგანმანათლებლო ცენტრი
სენაკიდან ჩამოტანილ სახლში, რომელიც 1894 წელს არის აგბული და მის გარშემო მოწყობილია საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მსურვლებს ქართულ ხელსაქმეს და ოსტატობას შეასწავლიან.
სწავლის პროცესი
იმერეთი, მარანი
აქ დაცული ექსპონატების უნიკალურობის მაგალითია მასიური თხილის ხის იმერული საწნახელიც.
კახეთი
მუზეუმში კახურ პურსაც აცხობენ და მნახველებს უმასპინძლდებიან.
შაბათ-კვირას დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ თავად გამოაცხონ კახური პური.
მუზეუმში ახლახანს გაცოცხლდა კახური ერდო-ბანიანი საცხოვრებელი და ეზო-კარმიდამო.
ეთნოგრაფიული მუზეუმის რუკა.
უფრო მეტი ინფორმაცია თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შესახებ.