ორ საუკუნეზე მეტია, რაც შვაბიიდან საქართველოში გერმანელები ჩამოვიდნენ (1818 წ.) და ასურეთში გერმანული კოლონია ელიზაბეტტალი დააარსეს.
გერმანელებმა ელიზაბეტტალში საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს, გამართეს ინფრასტრუქტურა, ააშენეს უნიკალური სახლები, ეწეოდნენ მეღვინეობას, საკუთარი ელექტროსადგურიც კი მოაწყვეს.
1941 წელს მათი დიდი ნაწილი, სტალინურმა რეჟიმმა ერთ ღამეში ძირითადად ყაზახეთში გადაასახლა. ელიზაბეტტალში დარჩნენ მხოლოდ ის გერმანელები, რომლებიც ქართველებზე იყვნენ დაქორწინებულნი.
ახლა ასე გამოიყურება ელიზაბეტტალი – გერმანია საქართველოში.
კირხე, ლუთერანული ტაძარი, აგებული გერმანელი შვაბების მიერ 1871 წელს
სახლები აგებულია უმეტესწილად “ფახვერკის” ტექნოლოგიით.



სასაფლაო, ეს არის საქართველოში მცხოვრები გერმანელების დღემდე შემონახული თითქმის ერთადერთი სასაფლაო.



ძველი ტრადიციების გაგრძელების მცდელობა ადგილობრივი ღვინის წარმოება და ახლადგახსნილი რესტორანია.



რეკომენდაციები:
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- თუ ამ მხარეში დარჩენას აპირებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com