თბილისში ველოსიპედის კულტურა არასდროს ყოფილა, მას ძირითადად სასეირნოდ (“საკატაოდ”) იყენებდნენ ხოლმე. აქაური დაუწერელი წესების მიხედვით, ველოსიპედზე შემომჯდარი ბიჭი თუ გოგო არასრულფასოვანი ადამიანი – “შერეკილი” იყო და დაცინვის – “შაყირის” ობიექტს წარმოადგენდა.
ახლაც წარმოადგენს 🙁 მახსოვს ორიოდე წლის წინ, როგორ ეცადნენ პარლამენტარები თავიანთი ველოსიპედიანი კოლეგის დამცირებას. ველოსიპედი რომ ქალაქში “გრეხი” არ არის, ევროპისა თუ ამერიკის მაგალითები მეტყველებს. რამდენიმე ფოტო ცნობილი ქალაქებიდან.
ბერლინი
ქალაქის ცენტრში, ბრანდერბურგის ჭიშკართან ველობილიკი ავტომობილების სავალი ნაწილისგან საგულდაგულოდ არის გამოყოფილი.
ყურადღება მიიქცია ამ მოკლეკაბიანმა და მაღალქუსლებიანმა ქალმა ველოსიპედზე შემოჯდომისა და მისი ოსტატურად მართვის გამო.
კრაკოვი
კრაკოვში უცებ ხვდები, რომ ველოსიპედი ურბანული კულტურის ტრადიციული ნაწილია და ყველაზე “სვეცკი სასტავი” სწორედ ველოსიპედით დადის “ტუსოვკებზე” და არა “ბოგდანის” ზომის შავი ჯიპებით.
კრაკოვში ველოსიპედს ის უპირატესობაც აქვს, რომ მისთვის ხსნილია ქვეითების ქუჩები, რომლებიც მრავლად არის ძველ ქალაქში.
პრაღა
პრაღა რელიეფით თბილისს წააგავს და ველოსიპედით გადაადგილება გარკვეულ ბუნებრივ წინააღმდეგობებს აწყდება, მაგრამ ის მაინც პოპულარულია ყველა თაობის მოქალაქეთა შორის.
ძველი ველოსიპედი ანტიკვარიატის მაღაზიის წინ
ჟენევა
ჟენევაში ველოსიპედი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა არა მარტო რიგითი მოქალაქეებისთვის.
ჰალსტუხიანი ბანკირები და გაეროს თანამშრომლებიც სერიოზული ველოსიპედისტები არიან 🙂
ყველგან ველოსიპედი, ბევრი ველოსიპედი…
ბათუმი
გასულ წლებში ბათუმში დიდი მონდომების შედეგად ველოსიპედის კულტურა გაჩნდა, მაგრამ ძირითადად ტურისტებისთვის.
ბათუმში ველოკულტურის განვითარებას ხელსაყრელი ველოინფრასტრუქტურაც განაპირობებს.
რატომ არ ვითარდება ველოკულტურა თბილისში?