მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებიპრაღა ვიშეჰრადი
პრაღა

ვიშეჰრადი

by მე მოგზაური 30 იანვარი, 2013
by მე მოგზაური 30 იანვარი, 2013 0 კომენტარი
3.6K

თუ პრაღის ტურისტულ ნაწილში ხეტიალი მოგბეზრდება და დასვენებას გადაყვეტ, აუცილებლად ვიშეჰრადს უნდა მიადგე.

პეიზაჟი ვიშეჰრადიდან

ამ უძველეს ციხესიმაგრეში, პრაღის შემაღლებულ ადგილას, ისტორიულ ძეგლებთან ერთად უზარმაზარი პარკიცაა, რომლიდანაც პრაღის საუკეთესო ხედები გადაიშლება.

იალქნიანი ნავები ვლტავაზე

აქვია გაშენებული ვენხები და ჩეხურ ღვინის რესტორანში ცხელი ღვინითაც გაგიმასპინძლდებიან. ვიშეჰრადში ინახება ”კარლოსის ხიდის” ძეგლების ორიგინალები, რამდენიმე ათეულ კრონად მათი დათვალიერებაც შეიძლება.  თუმცა პრაღის ხედები და მყუდრო და ლამაზი პარკიც არანაკლებ სასიამოვნოა.

ვიშეჰრადი

ამ ციხესიმაგრის ისტორია სათავეს იღებს მეათე საუკუნიდან, თუმცა კი კლდოვანი ბორცვი ვლტავის სანაპიროსთან დასახლებული ყოფილა ოდითგანვე. ციხესიმაგრე იქ ეგრეთწოდებული ”დევიჩი” (ქალების) ომის დროს კაცებმა ააგეს.

ხედი ვიშეჰრადიდან

მეთერთმეტე საუკუნეში, ციხესიმაგრეში პირველი ტაძარი (წმინდა პეტრე და პავლეს სახელობის) ააშენა ვრატისლავ მეორემ, რომელიც შემდეგ ჩეხეთის პირველ მეფედ აკურთხეს. სწორედ მაშინ შეიქმნა ”ვიშეჰრადის კოდექსიც”, რომელიც ერთერთი უძველესი ხელნაწერია ჩეხეთის ისტორიაში. აქ იყო განლაგებული მეფის სასახლეც, რომლის კვალი ახლა არსად ჩანს. არადა ვიშეჰრადი ჩეხეთის მეფეების რეზიდენცია დიდი ხნის მანძილზე იყო.

ნუსლის ხიდი

ციხესიმაგრეს მხოლოდ ცნობილი პრაღელების პანთეონი შემორჩა. ვიშეჰრადი პრაღას 1884 წელს შეუერთდა, ხოლო 1962 წელს ის ეროვნულ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა. მანამდე აქ იყო მცირე დასახლება.

ვიშეჰრადი

ვიშეჰრადის პარკი და წმ. მარტინის როტონდა (გუმბათიანი მრგვალი ნაგებობა სადაც ჯვრისწერის რიტუალი ტარდება)

ვიშეჰრადი - მე მოგზაური
ვიშეჰრადი - მე მოგზაური

ფოტოები გადაღებულია 2008 წლის ოქტომბერში.

Related

0 კომენტარი 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

FlixBus – 20 პროცენტიანი ფასდაკლება

რა უნდა იცოდეთ ევროპაში წასვლის წინ 2024 წლიდან

სანტორინი იაფად – როგორ ვიმოგზაუროთ

Lufthansa: 140 ლარის ფასდაკლება ბილეთებზე

Wizz Air-ის ყველაზე იაფი ავიაბილეთები

მოგზაურობა სტამბოლში პანდემიის პირობებში

პოლონეთი საქართველოს ტურისტულ საზღვარს უხსნის

Wizz Air იტალიის და გერმანიის მიმართულებით არ იფრენს

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები

კომენტარები Cancel reply

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

ჩვენი სოცქსელები

Facebook Twitter Instagram Pinterest Youtube Rss

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე

  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ეს არის მოგზაურობის, ფოტოებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების მოყვარულთა ბლოგი.

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე

  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ბილეთები

  • იაფი ავიაბილეთები

  • პრაღის ციხესიმაგრის ბილეთები: 16 ევროდან

  • ბარსელონა, გუელის პარკი: 10 ევრო

  • ვერსალის სასახლის ბილეთები: 18 ევროდან

  • შოპინგი მილანში – 70%-იანი ფასდაკლებები

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Flickr
  • Youtube
  • Rss

@2020 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი