მე მოგზაური
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი კულინარიული მოგზაურობა იაფი კვება პარიზში
ახალი ამბები

იაფი კვება პარიზში

by მე მოგზაური Published: 17 ოქტომბერი, 2018
by მე მოგზაური Published: 17 ოქტომბერი, 2018 0 კომენტარები
იაფი კვება პარიზში
13.3K

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, იაფად ჩაფრენის გარდა საჭიროა იაფი კვება პარიზში. მითუმეტეს, რომ საოცნებო ქალაქი ძალიან ძვირია.

ბევრი მოგზაურობს პარიზში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქუთაისიდან პარიზში (ბოვე) ავიარეისების შესრულება დაიწყო დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა.

ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, ის რაც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს, იაფად ჩაფრენის გარდა საჭიროა იაფი კვება პარიზში. მითუმეტეს, რომ საოცნებო ქალაქი ძალიან ძვირია, განსაკუთრებით საქართველოდან ჩასული ტურისტისთვის.

როგორ შეიძლება იაფი კვება პარიზში?

საშუალოდ, რესტორანში სადილი ერთ კაცზე 15-20 ევროზე ნაკლები არ ჯდება. ეკონომიის ერთ-ერთი ვარიანტია საკვების მომზადება Airbnb-ის ბინაში. მაგრამ თუ პარიზში მზარეულობის სურვილი არ გაქვთ, ან სასტუმროში დაბინავდით, იქ კი შემწვარ-მოხრაკულის მომზადება გამორიცხულია, გირჩევთ მოძებნოთ კვების ობიექტი სადაც 7 ევროდაც ძალიან კარგად დანაყრდებით.

ლაპარაკია კაფეების ქსელ Flunch-ზე. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია, თქვენ თანხას იხდით თეფშის სანაცვლოდ და არა კერძისთვის. ამ თეფშზე შეგიძლიათ დააწყოთ იმდენი სალათი და გარნირი რამდენიც დაეტევა. ხოლო ხორცის ან თევზის ნაჭერში თანხა დამატებით უნდა გადაიხადოთ, არჩევანი კი დიდია. ყველაზე პატარა თეფში ღირს 2.8 ევრო, მაგრამ ის ძალიან პატარაა და ზედ ბევრი არაფერი დაეტევა. საშუალო თეფშის ფასი 3.75 ევროა, ხოლო დიდი 5 ევრო ღირს. წვენები, ჩაი და ყავა კი 1 ევრო დაგიჯდებათ 🙂

იაფი კვება - მე მოგზაური

ამ სურათზე არის ერთი დიდი და ერთი საშუალო თეფში, სულ 15 ევროს საკვები. ორი კაცის შემთხვევაში ასეთი სქემა ყველაზე მეტად ამართლებს. თეფში უნდა აიღოს კაფეში შესულმა ყველა მომხმარებელმა, რადგან ორისთვის ერთ დიდ თეფშზე სალათის დაწყობას შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ გარნირს არ მოგცემენ, და თანაც სალაროსთან თეფშებისა და სტუმრების რაოდენობას მკაცრად აკონტროლებენ. სამაგიეროდ ჩაიზე 1 ევროს ეკონომიას გააკეთებთ თუ კაფეში ჩაის პაკეტით შეხვალთ, რადგან ცხელი წყალი უფასოა და ამისთვის არავინ გისაყვედურებთ.

იაფი კვება - მე მოგზაური

გაითვალისწინეთ, რომ თუ ხორცის და გარნირის აღებას გეგმავთ თეფშზე შესაბამისი ადგილი უნდა გქონდეთ, ანუ სალათით ნახევრად უნდა შეავსოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არჩევანი საკმაოდ დიდია და ყველა მოახერხებს მისთვის მისაღები საკვების კომბინირებას. სწორედ ამიტომ კაფეში თითქმის ყოველთვის რიგია, განსაკუთრებით 13 საათის შემდეგ. ამიტომ თადარიგი ცოტა ადრიანად დაიჭირეთ. 🙂

Flunch-ის მისამართები პარიზში

Beaubourg 23 (პომპიდუს ცენტრის გვერდით)
Caulaincourt 1 (მულენ რუჟის მონმარტრის მახლობლად)
Boulevard de Clichi 80 (მონმარტრის მახლობლად, მეტრო Blanche),
Pierre Lescot 5 და Rambuteu ქუჩა (პომპიდუს ცენტრთან, მეტრო Rambuteu)

იაფი კვება - მე მოგზაური

ამ ქსელში ტკბილეულის გარეშეც არ დარჩებით, ნამცხვრების და კროასანის უზარმაზარი არჩევანია. ღვინოც ბლომად არის.

 

რეკომენდაციები:

  • გაუქმებული, გადადებული, ან დაგვიანებული ავიარეისების კომპენსაცია
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, იხელმძღვანელეთ ამ ინსტრუქციით
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio

 

გაზიარება:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on LinkedIn (Opens in new window) LinkedIn
  • Click to share on Pinterest (Opens in new window) Pinterest
  • Click to share on Telegram (Opens in new window) Telegram
  • Click to share on WhatsApp (Opens in new window) WhatsApp
  • Click to print (Opens in new window) Print

Related

0 კომენტარები 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები

Air China-მ საქართველოში ფრენები დაიწყო

სასარგებლო ბმულები – როგორ ვიმოგზაუროთ იაფად

ქუთაისიდან Wizz Air-ის რეისები მცირდება

უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

გდანსკი – აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე

FlixBus – 20 პროცენტიანი ფასდაკლება

რა უნდა იცოდეთ ევროპაში წასვლის წინ 2024 წლიდან...

ელიზაბეტთალი – გერმანია საქართველოში

ტურები ევროპაში

  • უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

    Published: 10 ოქტომბერი, 2023
  • სანტორინი იაფად – როგორ ვიმოგზაუროთ

    Published: 8 ივლისი, 2022
  • სექსტურიზმი პრაღაში

    Published: 4 თებერვალი, 2021
  • ჭამა-სმის ტური – Food Tour-ი ათენში

    Published: 1 ივნისი, 2020
  • თხილამურებით ბოჰემიის მთებში – ხარაჩოვი

    Published: 4 იანვარი, 2018

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Linkedin
  • Flickr
  • Youtube
  • Email
  • Soundcloud
  • Whatsapp
  • Rss
  • Tiktok
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი

@2024 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი