მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი კულინარიული მოგზაურობა იაფი კვება პარიზში
კულინარიული მოგზაურობამოგზაურობაპარიზი

იაფი კვება პარიზში

by მე მოგზაური 17 ოქტომბერი, 2018
by მე მოგზაური 17 ოქტომბერი, 2018 0 კომენტარი

ბევრი მოგზაურობს პარიზში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქუთაისიდან პარიზში (ბოვე) ავიარეისების შესრულება დაიწყო დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა. ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, ის რაც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს, იაფად ჩაფრენის გარდა საჭიროა იაფად კვება პარიზში. მითუმეტეს, რომ საოცნებო ქალაქი ძალიან ძვირია, განსაკუთრებით საქართველოდან ჩასული ტურისტისთვის.

როგორ შეიძლება იაფად კვება პარიზში?

საშუალოდ, რესტორანში სადილი ერთ კაცზე 15-20 ევროზე ნაკლები არ ჯდება. ეკონომიის ერთ-ერთი ვარიანტია საკვების მომზადება 30 ევროს ფასდაკლებით დაქირავებულ Airbnb-ის ბინაში. მაგრამ თუ პარიზში მზარეულობის სურვილი არ გაქვთ, ან სასტუმროში დაბინავდით, იქ კი შემწვარ-მოხრაკულის მომზადება გამორიცხულია, გირჩევთ მოძებნოთ კვების ობიექტი სადაც 7 ევროდაც ძალიან კარგად დანაყრდებით.

ლაპარაკია კაფეების ქსელ Flunch-ზე. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია, თქვენ თანხას იხდით თეფშის სანაცვლოდ და არა კერძისთვის. ამ თეფშზე შეგიძლიათ დააწყოთ იმდენი სალათი და გარნირი რამდენიც დაეტევა. ხოლო ხორცის ან თევზის ნაჭერში თანხა დამატებით უნდა გადაიხადოთ, არჩევანი კი დიდია. ყველაზე პატარა თეფში ღირს 2.8 ევრო, მაგრამ ის ძალიან პატარაა და ზედ ბევრი არაფერი დაეტევა. საშუალო თეფშის ფასი 3.75 ევროა, ხოლო დიდი 5 ევრო ღირს. წვენები, ჩაი და ყავა კი 1 ევრო დაგიჯდებათ 🙂

იაფი კვება პარიზში - მე მოგზაური

ამ სურათზე არის ერთი დიდი და ერთი საშუალო თეფში, სულ 15 ევროს საკვები. ორი კაცის შემთხვევაში ასეთი სქემა ყველაზე მეტად ამართლებს. თეფში უნდა აიღოს კაფეში შესულმა ყველა მომხმარებელმა, რადგან ორისთვის ერთ დიდ თეფშზე სალათის დაწყობას შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ გარნირს არ მოგცემენ, და თანაც სალაროსთან თეფშებისა და სტუმრების რაოდენობას მკაცრად აკონტროლებენ. სამაგიეროდ ჩაიზე 1 ევროს ეკონომიას გააკეთებთ თუ კაფეში ჩაის პაკეტით შეხვალთ, რადგან ცხელი წყალი უფასოა და ამისთვის არავინ გისაყვედურებთ.

იაფი კვება პარიზში - მე მოგზაური

გაითვალისწინეთ, რომ თუ ხორცის და გარნირის აღებას გეგმავთ თეფშზე შესაბამისი ადგილი უნდა გქონდეთ, ანუ სალათით ნახევრად უნდა შეავსოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არჩევანი საკმაოდ დიდია და ყველა მოახერხებს მისთვის მისაღები საკვების კომბინირებას. სწორედ ამიტომ კაფეში თითქმის ყოველთვის რიგია, განსაკუთრებით 13 საათის შემდეგ. ამიტომ თადარიგი ცოტა ადრიანად დაიჭირეთ. 🙂

Flunch-ის მისამართები პარიზში

Beaubourg 23 (პომპიდუს ცენტრის გვერდით)
Caulaincourt 1 (მულენ რუჟის მონმარტრის მახლობლად)
Boulevard de Clichi 80 (მონმარტრის მახლობლად, მეტრო Blanche),
Pierre Lescot 5 და Rambuteu ქუჩა (პომპიდუს ცენტრთან, მეტრო Rambuteu)

იაფი კვება პარიზში - მე მოგზაური

ამ ქსელში ტკბილეულის გარეშეც არ დარჩებით, ნამცხვრების და კროასანის უზარმაზარი არჩევანია. ღვინოც ბლომად არის.

0 კომენტარი 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

Lufthansa: 140 ლარის ფასდაკლება ბილეთებზე

Wizz Air-ის ყველაზე იაფი ავიაბილეთები

მოგზაურობა სტამბოლში პანდემიის პირობებში

პოლონეთი საქართველოს ტურისტულ საზღვარს უხსნის

Wizz Air იტალიის და გერმანიის მიმართულებით არ იფრენს

სად აღარ იფრენს Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან

ჭამა-სმის ტური – Food Tour-ი ათენში

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები

Ryanair: როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

ჩვენი სოცქსელები

Facebook Twitter Instagram Pinterest Youtube Rss

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    იაფი კვება პარიზში

  • 5

    ილიას ტბა

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ეს არის მოგზაურობის, ფოტოებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების მოყვარულთა ბლოგი.

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    იაფი კვება პარიზში

  • 5

    ილიას ტბა

ბილეთები

  • პრაღის ციხესიმაგრის ბილეთები: 16 ევროდან

  • ბარსელონა, გუელის პარკი: 10 ევრო

  • ვერსალის სასახლის ბილეთები: 18 ევროდან

  • დუომოს სახურავზე ექსკურსიის ბილეთები – 12 ევრო

  • საიდუმლო სერობა. ბილეთები 25 ევროდან

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Flickr
  • Youtube
  • Rss

@2020 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი