მთავარი მოგზაურობა კაჭრეთი და “ამბასადორი”

კაჭრეთი და “ამბასადორი”

by მე მოგზაური
0 კომენტარი
კაჭრეთი ამბასადორი

ახლადშექმნილმა “თანაინვესტირების ფონდმა” გეგმების გაცნობის მიზნით ჟურნალისტები კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში” დაგვპატიჟა. ფონდის საქმიანობის დეტალებიც მაინტერესებდა და კაჭრეთის ნახვის სურვილიც…

კაჭრეთის ღვინის ქარხანა

გზისპირას მდგარ კახელს ვკითხე აქ რა არისთქო, ღვინის ქარხანაო, რა ჰქვია ამ ქარხანას მეთქი და ღვინის ქარხანაო 🙂 ეზოში შესვლა არც მიცდია, არც დრო მქონდა და უსახელობამაც დიდად არ მიმიზიდა. გეზი კაჭრეთის რკინიგზის სადგურისკენ მქონდა. გზადაგზა ქარხნის ეზოში ვიჭყიტებოდი, მაგრამ ნანგრევების მეტი საინტერესო ვერაფერი შევამჩნიე.

ქარხნის ეზო

ამ გზაჯვარედინზე სამი ერთნაირი, სტილიზებული მოსაცდელია, კადრში მხოლოდ ორი ჩეტია 🙂

კაჭრეთის მოსაცდელები

აქვე ერთ კახელ გლეხკაცს წამოვეწიე და რკინიგზის სადგურის გზა ვკითხე. მეც მაქეთ მოვდივარო და სანამ ჩვენი გზები გაიყრებოდა კაჭრეთის ამბები გამოვკითხე.

კაჭრეთის პურის ქარხანა

რკინიგზის გადაღმა პურის ქარხანას აზერბაიჯანლები ამუშავებენო, გადმოღმა ვენახებს ჩვენო – მითხრა კახელმა. ისიც გავიგე, რომ კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ მოსახლეობისთვის დარიგებულ ერთ ჰექტარზე ოდნავ მეტ ვენახში 6 – 8 ტონა საფერავი და რქაწითელი მოჰყავთ. შარშან კილოგრამი ერთ ლარად ჩაუბარებიათ, რაც ჩემი მეგზური გლეხის სიტყვებით, კარგი ფასია. ის თავის გზას გაუყვა მე კიდევ რკინიგზის სადგურისკენ წავედი.

რკინიგზის ხიდი

ვფიქრობ, კახეთს სამოქალაქო რკინიგზა ძალიან მოუხდება, არა მარტო ვიზუალურად… ამიტომ საინტერესოდ მეჩვენება დღემდე შემორჩენილი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ფუნქცია ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაკარგა.

სადგურის გზა

სადგურისკენ მიმავალი გზა.

რკინიგზა

ახლა ამ ინფრასტრუქტურას სატვირთო გადაზიდვებისთვის იყენებენ. რკინიგზის სადგური კი უფუნქციოდ არის მიტოვებული.

კაჭრეთის რკინიგზის სადგური

სადგურის კოლონები

კაჭრეთის სადგური

სადგურის შესასვლელი

სადგურის შესასვლელი

მოსაცდელი დარბაზი

მოსაცდელი დარბაზი

განრიგი

განრიგი

ბაქანზე შემორჩენილი სკამი და მისი ერთგული მცველი.

კაჭრეთის ბაქანი

უკან გზაზე რკინიგზის ხიდის ქვეშ შევძვერი, ხის და რკინის საინტერესო კონსტრუქციაა.

რკინიგზის ხიდი

ამ ერთი შეხედვით მიტოვებულ სოფელში ერთ დიდ მოშიშვლებულ ველზე გაშენებულია სასტუმრო “ამბასადორის” კომპლექსი. თავიდან მიკვირდა აქ სასტუმრო რატომ ააშენესთქო, მაგრამ როდესაც კომპლექსს გავეცანი, მივხვდი, რომ კარგი მენეჯმენტის და მარკეტინგის შემთხვევაში “ამბასადორს” სტუმარი არ მოაკლდებოდა.

ამბასადორი - კაჭრეთი

სასტუმროს შესასვლელიდანვე იწყება გოლფის მცირე მოედანი, რომელიც კახური ატრიბუტიკითაა გაფორმებული.

კახური გოლფი

გოლფის მოედანი კომპლექსის განაპირას გრძელდება, სადაც მოწყობილია ხელოვნური ტბა.

ტბა

აქედან სასტუმრო უფრო კახურად გამოიყურება 🙂

ამბასადორის ეზო

თითქმის დასრულებულია ამ უზარმაზარი საბანკეტო დარბაზის მშენებლობა. ასევე სრულდება დიდი აუზის მშენებლობა, თუმცა სასტუმროს ეზოში შედარებით მომცრო აუზი გამართულად ფუნქციონირებს.

ჩოგბურთის კორტი

სასტუმროს აქვს ჩოგბურთის ახალთახალი კორტები და მინიფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი. მათ შორის ბილიკი განსაკუთრებულად იზიდავს ფოტოების გადაღებისა და სეირნობის მოყვარულ სტუმრებს.

ფანქათური

ამბასადორის ინტერიერი გადაწყვეტილია კლასიკურ სტილში.

ამბასადორის ინტერიერი

აქვეა საბილიარდო და სპორტული ტრენაჟორებიც. მათ ქვევით, სარდაფში კი ყველაზე საინტერესო განყოფილებაა – მარანი.

ამბასადორის მარანი

საქეიფო კასრები 🙂

საქიფო კასრები

კრამიტის თაროებზე “მუკუზანი” ძველდება.

მუკუზანი

მარანში მოწყობილია მაკეტი, რომელიც ყურძნის დაწურვის ქართულ ტექნოლოგიას აღწერს.

მარანი

სავარაუდოდ მუშა მდგომარეობაში უნდა იყოს არყის სახდელი მოწყობილობა

არყის სახდელი აპარატი       ყურძნის დაწურვა

კასრებში გემრიელი ღვინო ინახება, დავაგემოვნე 🙂

ღვინის კასრები

მარნის განათება

მარანი

და რა თქმა უნდა რესტორანი. ინტერიერიც კარგია და კერძებიც.

ამბასადორის რესტორანი

ამ იდილიას მხოლოდ გათავხედებული ბუზები არღვევენ 🙁 თუ ამ პრობლემას მოაგვარებენ საუკეთესო ადგილი იქნება თბილისთან ახლოს შაბათ-კვირას დასვენებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, გოლფის მოყვარულებისთვის და კონფერენციების მომწყობთათვის.

კაჭრეთი "ამბასადორი"

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები