იტალიაში მოქმედი საქართველოს საელჩო მოუწოდებს ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით „გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები – განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები“.
გაფრთხილება განსაკუთრებით შეეხება იტალიის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
საელჩო აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე – http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებგვერდზე – http://www.protezionecivile.gov.it/home
ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1500 ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე – 333 8879123.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/