მთავარი ქალაქებითბილისი თბილისის მეტროს ანტიკვარიატი

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი

by მე მოგზაური
1 კომენტარი

თბილისის ტრამვაის” ხალხი თბილისის მეტროს გლდანის დეპოში ვიმყოფებოდით ანტიკვარული ვაგონის დასათვალიერებლად. ეს ვაგონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიიდან წამოიღო გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა სხვა სიმდიდრესთან ერთად.

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი - მე მოგზაური

В-4 სერიის გერმანული ვაგონი 1927 წლით თარიღდება. ის თბილისის მეტროში 1969 წლიდან მუშაობს ლიანდაგმზომად.

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი - მე მოგზაური

ფასდაუდებელი ექპონატია, ასეთი სულ ორია მსოფლიოში.

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი - მე მოგზაური

ვაგონის ნომერია 163

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი - მე მოგზაური

კორპუსზე გამოსახულია ვაგონის დანიშნულების ამსახველი რუსული სახელწოდება – путеизмеритель

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი - მე მოგზაური

ამ ვაგონს თვეში ერთხელ, ან ორჯერ ძველ შემადგენლობას ჩააბამენ და თბილისის მეტროს ლიანდაგებს მოატარებენ. აქ დამონტაჟებული აპარატურა ლიანდაგების ”კარდიოგრამას” გადაიღებს და რელსებს მიღებული დიაგნოზის შესაბამისად უმკურნალებენ.

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი - მე მოგზაური

რელსების მდგომარეობის შემოწმება ამ ე.წ. თეფშების მეშვეობით ხდება.

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი - მე მოგზაური

ვაგონების ჩასაბმელი ეს ძველი მოწყობილობა გამოუსადეგარია ახალ ვაგონებთან შესაერთებლად, ამიტომ რელსებმზომის გადასაადგილებლად ასევე ძველ Ема 502 მარკის საბჭოთა შემადგენლობას იყენებენ.

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი - მე მოგზაური

დეპოს შესახებ შემდეგ პოსტში გიამბობთ.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
1 კომენტარი
0

სხვა მასალები

1 კომენტარი

ბერლინის ტრანსპორტი | კახას ბლოგი 20 თებერვალი, 2013 - 18:46

[…] თუმცა ჯერ კიდევ არის ძველი ვაგონებიც, რომლებიც ზომებით და ვიზუალური იერით ძალიან წააგავს თბილისის მეტროს დეპოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოტანილ “ლიანდაგმზომ” ვაგონს. […]

Reply

კომენტარები