მთავარი ქალაქებიმილანი მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

by კახა მჭედლიძე
0 კომენტარი
მილანი

მილანში რისი ნახვა შეიძლება? კითხვა რომელიც ხშირად ისმის, მას შემდეგ რაც Wizz Air-მა და Ryanair-მა ამ მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყეს. ამ გავრცელებულ კითხვაზე მოისმენთ ასევე გავრცელებულ პასუხს, რომ მილანი მხოლოდ ფეშენის ქალქია, იქ სანახავი ბევრი არაფერია და რომ მის დასათვალიერებლად ერთი დღეც საკმარისია. ეს მართლაც ასეა თუ არა?…

ერთი დღის რა მოგახსენოთ, მაგრამ 2-3 დღეში ძირითადი სანახაობების დათვალიერება ნამდვილად შესაძლებელია.

 

მილანი – ტოპ სანახაობები

დავიწყოთ მთავარი ღირშესანიშნაობით დუომოს ტაძრით. იქამდე ჩვენი აპარტამენტიდან ფეხით მივედით, შეიძლებოდა ტრამვაით მგზავრობაც, მაგრამ ძველი მილანის არქიტექტურამ ჩაგვითრია და ასე გავუყევით ქუჩას Porta Ticinese-დან.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

ეს არის ქალაქის კარიბჭე, რომელიც 19-ე საუკუნეში ააგეს შუასაუკუნეების დანგრეული კარიბჭის ადგილას. მისი სახელი კი უკავშრდება მდინარე ტიჩინოს.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

მივუყვებით დუომოსკენ მიმავალ ქუჩას Corso di Porta Ticinese და კარიბჭიდან სულ რამდენიმე მეტრში არის Piazza Sant’Eustorgio, ამავე წმინდანის სახელობის ბაზილიკა და ძველი ბაზარის მოედანი.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

გზად უამრავ საინტერესო დაწესებულებას წააწყდებით. ნამდვილი იტალიური ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ასევე, საიველირო მაღაზიები და კაფე-ბარები. თუ კარგად დააკვირდებით უგემრიელესი ბლინების კაფესაც იპოვით, ბლინის ფასია 3,5 ევრო.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

ცოტაც წინ და მიადგებით კიდევ ერთ ულამაზეს კარიბჭეს Porta Ticinese-ს, რომელიც 16-ე საუკუნით თარიღდება.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

როგორც კი ამ კარიბჭეს გადალახავთ გამოჩნდება სან ლორენცოს კოლონები – Colonne di San Lorenzo. ეს არის რომაული კულტურის ძეგლი და თარიღდება მეოთხე საუკუნით.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

ამ კოლონების მარჯვენა მხარეს არის სან ლორენცოს ბაზილიკა – Basilica San Lorenzo Maggiore

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

ეს ტაძარიც მეოთხე საუკუნით თარიღდება და არქიტექტურულ ფასეულობასთან ერთად მნიშვნელოვან რელიგიურ სიწმინდესაც წარმოადგენს იქ დაცული სიწმინდეების გამო.

უფრო წინ ეს ქუჩა უერთდება Via Torino-ს, სადაც კიდევ უფრო მეტი მაღაზია, კაფე-ბარი და რესტორანია, რა თქმა უნდა ისტორიული ღირშესანიშნაოებები.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

სან სებასტიანის ბაზილიკა, რომელიც ფოტოზე ქუჩის მარჯვენა მხარეს ჩანს, მე-16 საუკუნის ძეგლია. ცოტაც წინ და მალე გამოჩნდება დუომო.

მილანი, დუომოდუომოს (ტაძრის) მშენებლობაში, რომელიც 1386 წელს დაიწყო და 600 წელი გრძელდებოდა, მონაწილეობა მიიღეს როგორც ლეონარდო დავინჩიმ ასევე ნაპოლეონმა. სწორედ ნაპოლეობის ბრძანების შედეგად მოხერხდა დუომოს ფასადის დარჩენილი ნაწილის მოპირკეთება, თუმცა გარკვეული დეტალების დამონტაჟება 1965 წლამდე გრძელდებოდა.

მილანის დუომო გოთიკური არქიტექტურის ნიმუშია და სილამაზის გარდა გამორჩეულია თავისი ზომებითაც, იტალიაში ყველაზე დიდია, ხოლო მსოფლიოში მეოთხე.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

იმისთვის, რომ დუომოში შესვლა შეძლოთ, უნდა შეიძინოთ ბილეთი, რომელიც 2 ევრო ღირს. მაგრამ ამ ულამაზესი ტაძრის სრულფასოვნად აღსაქმელად აუცილებელია მის ტერასაზე ასვლა, რომლის ბილეთი 12 ევრო ღირს ლიფტის გამოყენების შემთხვევაში, ხოლო 9 ევრო თუ კიბეებით ისარგებლებთ. დუომოს ტური ურიგოდ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ბილეთების საიტზე.

დუომოს მარცხნივ არის არანაკლებ პოპულარული ტურისტული ღირშესანიშანობა Galleria Vittorio Emanuele II.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

გალერეა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აუგია არქიტექტორ ჯუზეპე მენგონის, რომელიც ამ დიდებული ნაგებობის მშენებლობის დასასრულს დაიღუპა, ხარაჩოდან გადმოვარდნილა თუ განზრახ გადმოუგდიათ.

გალერია მნიშვნელოვანია არა მარტო არქიტექტურული თვალსაზრისით, აქ არის ცნობილი ბრენდების ბუტიკ-მაღაზიები, რაც ბუნებრივი უამრავ ტურისტს იზიდავს.

აქვე შეგიძლიათ შიმშილის გრძნობაც დაიკმაყოფილოთ, რომელიც აუცილებლად დაგეუფლებათ მილანის ქუჩებში ხეტიალის შემდეგ. პირველ სართულზე განლაგებულ “ფასტფუდებში” პიცის ნაჭერი 4-5 ევრო ღირს, მაგრამ თუ მეორე და მესამე სართულზე ახვალთ, სადაც ასევე უამრავი კაფე-რესტორანია, უფრო სერიოზულ კერძებს არც თუ ძვირად მიირთმევთ.

აუცილებლად მოინახულედ H&M ჩვენებური ჰ და მ რადიკალურად განსხვავებული კოლექცია აქვთ ვიდრე თბილისში და ხარისხიც გამორჩულია, ფასი კი სტანდარტული.

გალერეის მეორე მხარეს გავედით, მცირე ზომის პიაცას ცენტრში ლეონარდო და ვინჩის ძეგლი დგას. მის ირგვვლივ, ერთ მხარეს მილანის მერიაა Palazzo Marino-ში, მეორე მხარეს კი ცნობილი ოპერის თეატრი ლა სკალა – Teatro alla Scala. (იხ. ფოტოებზე).

მერიის შენობაზე მილანის წითელჯვრიანი დროშა ფრიალებს, შორიდან ძალიან ჰგავს საქართველოს დროშას. იქვე არის ხელოვნების გალერეა Gallerie d’Italia, სუვენირების მაღაზიები, რესტორნები…

იქვე შორიახლო არის არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო ნეო-კლასიკური ტაძარი უზარმაზარი გუმბათით San Carlo al Corso.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

ბუნებრივია, მილანის ხარჯები სერიოზულად ურტყამს რიგითი მოკვდავის ჯიბეს. უფრო ხელსაყრელია სუპერმარკეტის პროდუქტების გამოყენება, რომელთა მომზადების საშუალებას აპარტამენტის სამზარეულო იძლევა. თუ არა და 10 ევროიანი ბარებია სადაც ამ ფასად სასმელს შეიძენთ და იმდენის ჭამის უფლება გაქვთ რამდენსაც შეძლებთ. მაგრამ ასეთ დაწესებულებაში ბავშვებთან ერთად შესვლა არ გამოვა. მსგავს და სხვა ტიპის ბარ-რესტორნებს უხვად გადააწყდებით არხების ქუჩებზე, რომლებიც ერთ-ერთი მთავარი მილანური ღირშესანიშნაობაა.

არც დღისით არის უინტერესო, უამრავი კაფე-რესტორანია კარგი ყავითა და პიცით.

კასტელო სფორცესკო – Castello Sforzesco

მუზეუმებითა და საიდუმლოებებით სავსე ციხესიმაგრე. სულ ახლახანს, 2013 წელს ერთ-ერთი კედლის რესტავრაციისას აღმოაჩინეს ლეონადრდო და ვინჩის უცნობი ფრესკა.

მე-15 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე სადაც მოწყობილია რამდენიმე მუზეუმი, მდებარეობს მილანის ცენტრალურ ნაწილში.

კასტელო ატარებს მილანელი ჰერცოგების დინასტიის სახელს. მილანის ციხე აიგო მე-14 საუკუნეში, მაგრამ დღემდე მოაღწია უფრო გვიანდელი სახით. მეთხუტმეტე საუკუნეში კასტელოს მშენებლობისტვის მიიწვიეს და ვინჩი. მისი კვალი ამჟამად შემორჩენილია ციხესიმაგრის რამდენიმე ადგილზე. კასტელოს არქიტექტურა საფუძვლად უდევს მოსკოვის კრემლის არქიტექტურას, მისი მშენებლებიც იტალიელი არქიტექტორები იყვენენ.

კასტელოს ირკვლივ გაშენებულია უზარმაზარი პარკი Parco Sempione სადაც სეირნობს და ისვენებს უამრავი ახლაგაზრდა თუ ხანშიშესული მილანელი. აქედანვე მოსჩანს ტრიუმფალური თაღის მსგავსი მშვიდობის თაღი.

და ბოლოს, კასტელოს შესასვლელთან უზარმაზარი შადრევანია, რომელიც უამრავ მილანელს იზიდავს.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

გარემო იმდენად მიმზიდველია, რომ შუქნიშანიც კი რომანტიკულად მოგეჩვენებათ.

მილანი - რისი ნახვა შეიძლება? - მე მოგზაური

მილანში კიდევ უამრავი სანახავია, მაგალითად ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა.

მაგრამ ყველაფერს ვერც ეს ერთი პოსტი დაიტევს და ვერც მილანში გატარებული 2-3 დღე.

ქვევით, კომენტარებში შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი გამოცდილება იმის შესახებ თუ კიდევ რისი ნახვა შეიძლება მილანში.

 

რეკომენდაციები:

  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • 10 ევროს ფასდაკლება მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთებზე: Omio
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com

ვიდეოგასეირნება მილანში

  • 107
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
3

სხვა მასალები