პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ტურისტულად, უვიზოდ იმოგზაურონ, მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე.
საჰაერო გზით შესულ საქართველოს მოქალაქეებს, ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც.
ძალაშია 2021 წლის 25 მაისიდან.
საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს.
ამასთანავე, მიმდინარე წლის 25 მაისს პოლონეთის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა მინისტრთა საბჭოს ახალი ბრძანება, რომლის თანახმადაც მგზავრი იმ შემთხვევაში გათავისუფლდება სავალდებულო იზოლაციისგან, თუკი კორონავირუსის საწინააღმდეგო სწრაფ ტესტს ჩაიტარებს პოლონეთის რესპუბლიკაში ჩაფრენისთანავე, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლამდე და ტესტის ნეგატიურ პასუხს წარუდგენს მესაზღვრეს პოლონურ, ან ინგლისურ ენაზე (მიუხედავად აღნიშნული ბრძანებისა, ჯერჯერობით, პოლონეთის აეროპორტებში, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლამდე არსებული ტერიტორია არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით). თუმცა, მგზავრს, ამ ეტაპზე, ასევე შეუძლია შევიდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, 48 საათის განმავლობაში გაიკეთოს ნებისმიერი ტექსტი და ტესტის პასუხი წარადგინოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციაში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია სავალდებულო 10 დღიანი კარანტინისგან (თვითიზოლაცია). თვითიზოლაციის ვალდებულებისგან ასევე თავისუფლდებიან ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილი მოქალაქეები, რომლებიც წარადგენენ აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეს საჰაერო გზით ნებისმიერი მიზნით შეუძლია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა, ტრანზიტული მიზნით პოლონეთის ტერიტორიის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ მგზავრებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლეს, არასრულწლოვან შვილს), რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან ევროკავშირის რეზიდენტის ბარათი.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 4 დღით ყოფნის შემთხვევაში, წარმოსადგენი სავალდებულო მინიმალური თანხა შეადგენს 300 პოლონურ ზლოტს (დაახლოებით 70 ევროს). თუკი პირი 4 დღეზე მეტი ხნით გეგმავს პოლონეთის ტერიტორიაზე გაჩერებას, დღიური თანხა (სასტუმროს ხარჯის გარეშე) ერთ ადამიანზე შეადგენს მინიმუმ 75 პოლონურ ზლოტს (დაახლოებით 20 ევროს), ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. თუ პირს არ გააჩნია უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მას ხელზე უნდა ჰქონდეს სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის შესაძენად განკუთვნილი შესაბამისი თანხა, მინიმუმ 2500 პოლონური ზლოტის (დაახლოებით 600 ევროს) ოდენობით.
წყარო: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/277
რეკომენდაციები:
- ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 40 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- 5 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com