მთავარი ქალაქებიკრინიცა პოლონური ღვინის ტურიზმი

პოლონური ღვინის ტურიზმი

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი
პოლონური ღვინის ტურიზმი

აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენაო – იტყოდა კახელი კაცი. მართლაც, რამ მოიყვანა ვენახი პოლონეთის მთიან და ცივ მხარეში, იქ სადაც ძირითადად ქლიავის მოსავალი მოდის?

სოფელ პოლომ მალიში, (Połom Mały) რომელიც მდებარეობს კრაკოვიდან კრინიცაში მიმავალი გზის შუაში,  ერთმა ახალგაზრდა კაცმა ოჯახის შექმნის შემდეგ გადაწყვიტა განავითაროს პოლონური ღვინის ტურიზმი.

პოლონური ღვინის ტურიზმი - მე მოგზაური

“ვინიცა ნოვიზნე” (Winnica Nowizny), რომელიც აერთიანებს ვენახებს, მარანს, სასტუმრო სახლს რესტორნით, საბავშვო ატრაქციონებს, ასევე ირმების ფერმას, ბოგუსლავ კამინსკიმ ცოლთან – ურსულასთან, ვაჟიშვილთან და ორ ქალიშვილთან ერთად გააშენა.

პოლონური ღვინის ტურიზმი - მე მოგზაური

ამ ახალგაზრდა კაცმა, მას შემდეგ რაც თავის სოფელში ღვინის ტურიზმის განვითარება გადაწყვიტა, დაიწყო ვენახის ისეთი ჯიშების მოძიება, რომლებიც -30 გრადუსიან ყინვას გაუძლებდნენ. ასე მოხვდა ამ მხარეში ევროპულ-ამერიკული ჰიბრიდული “რეგენტი”; უნგრული “ბიანკა”, რომელსაც -25 გრადუსიანი ყინვაც ვერას აკლებს; -30 გრადუსის გამძლე “სვენსონ რედი”; ასევე, “ოდესური მუსკატი” და სხვა.

პოლონური ღვინის ტურიზმი - მე მოგზაური

ვენხის თავში მარანია მოწყობილი, რომელიც ჯერჯერობით უფრო მეტად სადეგუსტაციო დარბაზის მოვალეობას ასრულებს.

პოლონური ღვინის ტურიზმი - მე მოგზაური

ბოგუსლავ კამინსკიმ მარნის წარმოშობის ისტორია მოგვიყვა, ძველი მარნის ნარჩენები გვაჩვენა და შემდეგ ღვინო გაგვასინჯა.

პოლონური ღვინის ტურიზმი - მე მოგზაური

მცირე ვენახის გამო ბოგუსლავის ღვინის მარაგი 300 ლიტრს არ აღემატება. ის ამ რაოდენობის ღვინოს მინის ჭურჭელში ამზადებს და ბოთლებში ასხამს სტუმრად მისული ტურისტების გასამასპინძლებლად. გეგმაში აქვს ვენახის რაოდენობის გაზრდა და ღვინის დასაყენებლად რკინის კასრების შეძენა.

პოლონური ღვინის ტურიზმი - მე მოგზაური

ღვინო საკმაოდ ხარისხიანი და საინტერესო აღმოჩნდა, მარანში შეკრებილი 15 სტუმარი საგრძნობლად აახმაურა და გაახალისა. დეგუსტაციის შემდეგ გვასადილეს და ოჯახური რეცეპტით მომზადებული ტრადიციული კერძით, სუპით გაგვიმასპინძლდნენ. დესერტად შებოლილი ქლიავის კომპოტი შემოგვთავაზეს. თურმე, ამ მხარეში შებოლილი ქლიავის რეალიზაციის ლიცენზია მხოლოდ ერთ ფერმერს ჰქონია, მხოლოდ მას მოუხერხებია ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება. სხვები თურმე ჩუმად ცდილობენ ერთმანეთში ქლიავის ოპერაციების ჩატარებასა და დიდი მოსავლიდან რაიმე სახის სარგებლის მიღებას.

პოლონური ღვინის ტურიზმი - მე მოგზაური

ამ ტერასადან ულამაზესი ხედები იშლება, რომელიც ძალიან წააგავს ქვემო იმერეთს, აქაური ყველი კი შებოლილ სულგუნს მოგაგონებთ. ევროკავშირში შესვლისას ყველის ამ სახეობას დიდი საფრთხე დამუქრებია, რადგან ბრიუსელის ფიტო-სანიტარულ, თუ სხვა სახის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ხანგრძლივი დავისა და გარჩევების შემდეგ შებოლილი ყველი რეგიონულ პროდუქტად გამოაცხადეს და მისი წარმოება-გავრცელების არეალი პოლონეთის ამ მხარეთი შემოსაზღვრეს.

კიდევ ერთი კადრი მარნის თავზე, ეზოს განაპირას მოწყობილი ტერასადან. ვენახის ბოლოში ირმები სეირნობენ.

პოლონური ღვინის ტურიზმი - მე მოგზაური

ირმები

პოლონური ღვინის ტურიზმი - მე მოგზაური

კიდევ რამდენიმე დეტალი აგროტურისტული ინფრასტრუქტურიდან. იმისთვის, რომ შაბათ-კვირას აქაურმა ოჯახებმა ბავშვებთან ერთად “ვინიცას” მიაკითხონ, უფროსებმა ღვინო შეუკვეთონ, ხოლო ბავშვებმა არ მოიწყინონ ეზოში მოწყობილია ატრაქციონების პარკი.

“ვინიცა ნოვიზნეს” აგროტურისტულ ფერმაში დასვენებისა და ღვინის დაგემოვნების შემდეგ ღამის გათევაც შეიძლება. ბოგუსლავმა დაიჩივლა ბავშვების წამოზრდის შემდეგ ოთახების რაოდენობა აღარ გვყოფნისო და ისიც დასძინა სასტუმროს აუცილებლად გავაფართოვებო.

ვინიცა ნოვიზნი

… და ბოლოს 2 საათიანი ტურის დასასრულს ჯანჯაფილის (ჯინჯერის) არყით გაგვიმასპინძლდნენ, გემრიელი იყო და ძალიან წააგავდა ჩეხურ “ბეჰეროვკას”.

თუ კრაკოვში და კრინიცაში მოგზაურობას და პოლონური ღვინის შესწავლას გადაწყვეტთ იაფფასიანი სასტუმრო სახლების მოძიებაში დაგეხმარებათ Airbnb.

პოლონური სოფელი

ამ პოსტის მომზადება შესაძლებელი გახდა კრინიცის “ეკონომიკური ფორუმის” რეკრიაციული ღონისძიებების ფარგლებში.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები