ეს არის დეტალური ინსტრუქცია თუ როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე. ინსტრუქცია მოიცავს რეგისტრაციის ყველა ეტაპს.
როგორ გავაქირაოთ ბინა – შესავალი
Booking.com არის ბინების, სასტუმროების, ჰოსტელებისა და სხვა სახის საცხოვრებლების გაქირავების ყველაზე დიდი პლატფორმა. მე პირადად ბინის გაქირავებისთვის Airbnb-ის ვამჯობინებ, მაგრამ ძალიან ბევრი უპირატესობას Booking-ს ანიჭებს. შესაბამისად ხშირია კითხვები იმის შესახებ თუ როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე. ამ პოსტში მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და თან რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც შემოგთავაზოთ.
საქართველოში ტურისტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და სულ უფრო მეტ უცხოელს სჭირდება ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოძიება. განსაკუთრებით იმატებს მოგზაურების რიცხვი ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ბიუჯეტური ავიაკომპანიების რეისების რაოდენობის ზრდის გამო. ასევე იზრდება დამსვენებლების რაოდენობა ბათუმში და მთელს აჭარაში.
ეს ვითარება ყველას აძლევს შანსს საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯოს ტურისტულ ბიზნესში და საკუთარი სახლისა თუ ბინის გაქირავებით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?
მთავარი რეკომენდაცია
შენიშვნა: ეს ბონუსი აღარ მუშაობს, შეჩერებულია 2020 წლის აპრილიდან.
ბინის, სასტუმროს ან ჰოსტელის რეგისტრაცია დაიწყეთ ამ ბმულიდან – https://join.booking.com/a/892140 – იმიტომ, რომ ეს თქვენ მოგცემთ ბონუსს – პირველი 5 ჯავშნის საკომისიოსგან განთავისუფლდებით. ანუ, Booking-ს არ გადაუხით პირველი 5 ჯავშნის საერთო თანხის 15 პროცენტს (ბუკინგის საკომისიო) და ის თქვენ დაგრჩებათ.
შენიშვნა: ეს ბონუსი აღარ მუშაობს, შეჩერებულია 2020 წლის აპრილიდან.
რეგისტრაციის I ეტაპი
მაშ ასე, რეგისტრაციას ვიწყებთ ამ ბმულზე დაკლიკებით – https://join.booking.com/a/892140
მარჯვენა ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი, გვარი და ელ-ფოსტა. შემდეგ საფეხურზე შეიყვანეთ თქვენს მიერ არჩეული პაროლი. ეცადეთ პაროლი არ დაგავიწყდეთ, ან საიმედო ადგილზე შეინახეთ ჩანაწერი – ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული ზომა.

შემდეგ ეტაპზე ვირჩევთ ბინის გაქირავების ფორმას. სისტემა გვთავაზობს აპარტამენტს (ბინა), სახლს, სასტუმროს და ალტერნატიულ საცხოვრებელს. ჩვენს შემთხვევაში ვირჩევთ ბინას ან სახლს. სხვა ვარიანტები სპეციფიკურია და უფრო რთული.

გასაქირავებელი ფართის სახეობის არჩევის გარდა აქვე ჩანს, რომ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ენაც. სამწუხაროდ რეგისტრაციის სისტემაში ქართული ჯერ არ არის, ქართულად მხოლოდ სამართავი პანელია, რომელსაც რეგისტრაციის ბოლოს ვიხილავთ. გავაგრძელოთ ინგლისურად…

შემდეგ საფეხურზე სისტემა გვეკითხება თქვენი ბინა გამოქვეყნებულია თუ არა გაქირავების სხვა საიტებზე, ისეთებზე როგორიცაა Airbnb, TripAdvisor, HomeAway…

ჩემს შემთხვევაში ბინა არსად არ არის რეგისტრირებული, ამიტომ მოვნიშნე ბოლო პუნქტი. სისტემის მოტყუება არ მოსულა, ყველაფერს ამოწმებენ და ხედავენ.
მომდევნო ეტაპზე სისტემა გვაუწყებს ჩვენი ბონუსის შესახებ. შენიშვნა: ეს ბონუსი აღარ მუშაობს, შეჩერებულია 2020 წლის აპრილიდან.
ზემოთ ცისფერი შეტყობინება და ქვედა ველში გვთავაზობს გასაქირავებელი ბინის სახელწოდების ჩაწერას.

ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი, რადგან სწორად შერჩეული დასახელება თქვენი ბინის რეგულარულად გაქირავების საფუძველია.
მეორე რეკომენდაცია
სახელწოდების მოფიქრებისას გაითვალისწინეთ ბინის ადგილმდებარეობა, მახლობელი ღირშესანიშნაობები და თავად თქვენი ბინის უპირატესობები.
ჩემი გასაქირავებელი ფართი მდებარეობს თბილისში, რუსთაველის მაკდონალდსის უკან და იმისთვის, რომ უცხოელი ტურისტებისთვის ადვილად გასაგები იყოს სად იცხოვრებენ, ამიტომ ავირჩიე ასეთი დასახელება – Apartment Near McDonalds Rustaveli. ასეთი ცნობილი ბრენდის დასახელების გამოყენება საძიებო სისტემებში, ისეთებში როგორიც არის “გუგლი” დამატებითი წარმატების საფუძველია. თუმცა თუ თქვენ ბინას სხვა უპირატესობები აქვს, მაგალითად ზღაპრული ხედი ზღვაზე, ან ხედი თეთრ ხიდზე, გამოიყენეთ ისინი.
გავაგრძელოთ რეგისტრაცია და შემდეგ საფეხურზე შეიყვანეთ მისამართი.

მისამართი შეამოწმეთ და დაადასტურეთ რუკაზე

დადასტურების შემდეგ გადავდივართ მომდევნო ეტაპზე.
აქ უნდა ავღნიშნოთ რომელ ოთახში რამდენი საძინებელი ადგილი და როგორი საწოლი გვაქვს.

მაგალითად საძინებელში დგას ერთი დიდი ორადგილიანი საწოლი.

ხოლო მისაღებ ოთახში დგას გასაშლელი დივანი. მოვნიშნავთ შესაბამის რაოდენობას.

შემდეგ სისტემა თავად დაიანგარიშებს ოთახებისა და სტუმრების რაოდენობას რომელთა მიღება ერთდროულად შეგვიძლია.

ჩვენს შემთხვევაში გვაქვს 3 საძინებელი ადგილი და 1 სააბაზანო.
მომდევნო საფეხურზე მოვნიშნავთ იმ უპირატესობებს, რომელიც ჩვენს ბინას გააჩნია. ეს არის Wi-Fi, ტერასა, გათბობა, კონდენციონერი…
შემდეგ უნდა მოვნიშნოთ ჩვენი ბინის მთავარი წესები, რა არის დაშვებული და რა არა.
ასევე უნდა განვსაზღვროთ რომელ საათიდან სანამდე შეგვიძლია სტუმრის მიღება – “ჩეკინი” და როდის უნდა გავიდეს სტუმარი ბინიდან.
მომდევნო საფეხურზე უნდა დაამატოთ ფოტოები ან თქვენი კომპიუტერიდან, ან კიდევ შეგიძლიათ დააკოპიროთ Airbnb-დან.

როგორ გავაქირაოთ ბინა – რეკომენდაცია ფოტოების შესახებ
ფოტოები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, არა Iphone-ით გადაღებული, ან რომელიმე სამოყვარულო ფოტოაპარატით. ასეთი ფოტოები განსაკუთრებით შენობაში უხარისხო და გამრუდებული გამოდის. ფოტოები უნდა მოამზადოს პროფესიონალმა ან ამ საქმის კარგმა მცოდნე მოყვარულმა. რატომ? იმიტომ რომ Booking.com-ზე ჩვენ ვყიდით ფოტოებს. ანუ უცხოელი ტურისტის ყურადღების მოპოვება და ჯავშნის განხორციელება ხდება ეფექტური ფოტოების წყალობით და არა ქვეყნის ან ქალაქის ისტორიით. ამიტომ გირჩევთ თავიდანვე ხარისხიანი ფოტოები გამოიყენეთ.

გავაგრძელოთ რეგისტრაცია. მომდევნო ეტაპზე საჭიროა საბაზისო ფასის დაწესება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თქვენი მეზობლებისა და კონკურენტების ფასებს.

რეგისტრაციის ეტაპზე 1 ღამის საბაზისო ფასი წესდება მთლიან ბინაზე და არა ერთ სტუმარზე, ეს გაითვალისწინეთ – მის შეცვლას რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს შეძლებთ.
მომდევნო საფეხური ეთმობა იმას თუ როდის შეუძლია სტუმარს ჯავშნის უფასოდ გაუქმება.
რაც ნაკლები მით უკეთესი ჩვენი ბინის პოპულარიზებისთვის.
შემდეგ უნდა მონიშნოთ, რომ არ იყენებთ ჩენელ მენეჯერს.

და კალენდარში უნდა მონიშნოთ ის რიცხვები, რომლებიც დაჯავშნისთვის თავისუფალია თქვენს ბინაში.

ჩემს შემთხვევაში ყველა რიცხვი თავისუფალი და ამიტომ მოვნიშნავ 6 თვეს ერთად. ან თავიდან შეგიძლიათ მონიშნოთ და გახსნათ მხოლოდ 1 თვე და უკვე რეგისტრაციის შემდეგ გახსნათ სხვა თვეები.
ამის შემდეგ სისტემა მოითხოვს ბინის მისამართისა და სხვა მონაცემების დადასტურებას.
დავეთანხმოთ და გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე.

შემდეგ საფეხურზე სისტემის წესებზე დათანხმება გვჭირდება

შემდეგ დავაკლიკებთ ამ ლურჯ ღილაკზე და ველოდებით გამოქვეყნებას, ბინის გახსნას ჯავშნებისთვის.

კიდევ ერთი ფორმალობა, სისტემის პირადი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაზე დათანხმება

და ჩვენ აღმოვჩნდით ჩვენი ბინის სამართავ პანელში.

კალენდარში ცვლილების შეტანის მცდელობისთანავე სისტემა მოითხოვს ჩვენს ვერიფიკაციას.
ვერიფიკაცია
ანუ ჩვენი ნამდვილობის დადასტურება

უპრობლემოდ მივყვებით ყველა საფეხურს.

მომდევნო საფეხურზე მონიშნავთ, რომ ბიზნესს აწარმოებთ ინდივიდუალურად.

აქ უნდა ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი
შემდეგ მონიშნავთ, რომ ხართ მესაკუთრე.

აქ კი სისტემა გვეკითხება სახელმწიფო მოხელე ხომ არ ვართ ჩვენ ან ჩვენი ოჯახის წევრი რომელიც ჩართულია ჩვენს ბიზნესში

რა თქმა უნდა მოვნიშნოთ არა.
ამის შემდეგ თქვენს მეილში მიიღებთ წერილს ბუკინგკომისგან, რომლის ატაჩმენტში იქნება ხელშეკრულება თქვენსა და ბუკინგს შორის.
ეს იმის მომასწავებელია, რომ თქვენი ბინა Booking.com-ზე გამოქვეყნდა და მზად არის ჯავშნების მისაღებად.
ბუკინგზე ჩვენი გვერდის მართვა
ჩვენი ელ-ფოსტით და პაროლით სამართავ პანელში შევდივართ ამ ბმულიდან – https://account.booking.com/

ახალ რეგისტრირებულ ბინას უამრავი გაუმჯობესება სჭირდება.

შეგვიძლია ქართული ვერსია ავირჩიოთ, თუმცა მთლიანად გაქართულებული ჯერ არ არის და ამიტომ კვლავ ინგლისურს დავუბრუნდები.

ზედა ფოტოზე შეტყობინება გვამცნობს ჩვენი ბონუსის დეტალებს.
ჩვენი ბინის ექაუნთის მოწესრიგება თავდაპირველად დავიწყოთ კალენდრით.
მოვნიშნოთ ის დღეები, რომლების გახსნაც გვინდა უცხოელი ტურისტების ჯავშნების მისაღებად.
ასევე უნდა მოვნიშნოთ Open და ფასის გრაფაში ჩავწეროთ ის თანხა რომელიც გვინდა მივიღოთ ამ დღეების გაქირავებით. ასევე უნდა მოვნიშნოთ მინიმალური დღეების რაოდენობა რომელზე ნაკლებსაც ვერ დაჯავშნის სტუმარი, მე მაგალითად 2 დღეს გირჩევთ რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 1 დღიან ჯავშანს უცხოელი ტურისტი ვერ გააკეთებს, მაგრამ თუ ჰოსტელის ტიპის ბინა გაქვთ მაშინ 1 დღეც გაწყობთ და ამიტომ გადაწყვეტილება თქვენი კონკრეტული ვითარების მიხედვით მიიღეთ.
მენიუში განყოფილება Property საშუალებას გვაძლევს ჩვენი ბინის სხვადასხვა პარამეტრის მონაცემები შევავსოთ.

სურათი აჩვენებს, რომ ბევრი რამ შესავსებია, რაზეც წითელი წერტილები მიანიშნებს. დავიწყოთ ფოტოების განყოფილებით.

ბუკინგი გვაძლევს რეკომენდაციებს სხვადასხვა ეტაპზე იმის შესახებ თუ როგორ გავაქირაოთ ბინა ისე რომ ბევრი შეკვეთები მივიღოთ. ასეა ფოტოების შერჩევისას. ჩემს შემთხვევაში მირჩევს მცირე ზომის ფოტოების დიდი ზომით შეცვლას.

სისტემა თავად მონიშნავს იმ ფოტოებს, რომლებიც დაბალი ხარისხისაა და ცვლილებას საჭიროებს.
ფოტოების გაუმჯობესების გარდა უნდა ეცადოთ, რომ მენიუში გამოტანილი ყველა წითელი ლაქა ისე შეავსოთ, რომ შედეგად აი ასეთი სურათი მიიღოთ.
შედეგად Booking.com თქვენს ბინას ძიების შედეგებში უფრო ხშირად აჩვენებს და ის უცხოელ ტურისტებში თანდათან მოიპოვებს პოპულარობას. შედეგად კი თქვენ მიიღებთ ბევრ ჯავშანს და უფრო მეტ შემოსავალს.

ეს სურათი არის Booking.com-ზე ბინის წარმატებული გაქირავების ნიმუში და პასუხი კითხვაზე, როგორ გავაქირაოთ ბინა ბუკინგკომზე, – თქვენც იგივეს გისურვებთ!
და ბოლოს…
თუ მაინც გაგიჩნდათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაქირაოთ ბინა, გამოიყენეთ კომენტარების ველი ქვემოთ, შევეცდები თქვენს ყველა შეკითხვას ვუპასუხო.
44 კომენტარები
თუ შეგიძლიათ, ბუქინგის შესახებ მეტი ინფორმაცია დადოთ. მაგალითად როგორ მუშაობს ალგორითმი მისი დაახლოებით. როგორ ხდება დაკეკლამება რო მეტი ტურისტი მოიზიდო.
ეს ყველაფერი ცალკე მსჯელობის თემებია. ვერსად ვერ იპოვით ღიად მსგავს ინფოს.
მადლობა ასეთი დეტალური ინფორმაციისათვის, იქნებ Airbnb-ზე განთავსების ინფოც დადოთ,მადლობა და წარმატებები
ცოტა ძველია, მაგრამ მაინც გადახედეთ – https://www.memogzauri.com/rogor-gavmdidrdet-binis-gaqiravebit/
სახელმწიფო მოხელე თუ ვარ, მეკრძალება ბინის დადება?
სახელმწიფო მოხელეს კომერციული საქმიანობის უფლება არ აქვს.
გამარჯობა, როგორ გავაუქმო booking-ის არსებული გვერდი? სახელის შეცვლა მინდა, თან დაჯავშნა შეუძლებელიაო აწერს, ფოტოების ხარისხი და რაგაცეები გაწითლებული კია, ეს იქნება მიზეზი? 2 წლის წინ კი მუშაობდა
ყველაზე მარტივია კალენდრის ყველა დღის დაბლოკვა. სახელის შეცვლაზე უნდა მიწეროთ ბუკინგის მხარდაჭერას.
გამარჯობა . როგორ შემიძლია თანხის ცვლილება BOOKING.COMზე? ან ბინის წაშლა?
ბუკინგის გვერდის გაუქმებისთვის დაუკავშირდით ბუკინგის ადმინისტრაციას ტელეფონე
გამარჯობა, საიდან შევცვალო თანხის გადახდის პირობა, დარეგისტრირების დროს ჩავწერეთ რომ ხელზე ავიღებდით და საკომისიოს თვითონ გადავიხდიდით ინვოისის ატვირთვის მერე
ეხლა მსურს შევცვალო თანხა ჩამირიცხონ ანგარიშზე და საკომისიო თვითონ ჩამომაჭრას საიტმა.
მადლობა,
ბუკინგს არ აქვს თანხის ჩარიცხვის სისტემა. თქვენ შეგიძლიათ სტუმარს წინასწარ მოსთხოვოთ თანხის ჩარიცხვა. რაც შეეხება საკომისიოს, ის ისევ ძველებურად, ინვოისის მიღების შედეგ უნდა გადაიხადოთ, ავტომატურად ჩამოჭრა ბუკინგზე არ ხდება.
როგორ შეიძლება დავუკავშირდე ბუქინგის ადმინისტრაციას?
საიტზე კონტაქტებში იპოვით.
მე მაქვს ესეთი პრობლემა. ინვოისი მომივიდა 720 ლარზე მაგრამ ბინაში არავნ მყოლია და საერთოდ ვერ ვისარგებლე ბუქინგით და მინდა გავაუქმო რას მირჩევთ როგორ მოვიქცე? 1. ეს თანხა გადასახდელი რაც არის იმაში რომ კლიენტი არ მყოლია გადასახდელია თუ არა? 2 როგორ გავაუქმო რო სგავსი ინვოისები არ მომივიდე?
ბუკინგი ხედავს მხოლოდ იმას, რომ თქვენი ბინა თუ სასტუმრო დაჯავშნა მოგზაურმა და ინვოისს ადგენს ამის მიხედვით. თუ სტუმარი არ ჩამოვიდა ეს უნდა გეცნობებინათ ბუკინგისთვის 24 საათის განმავლობაში. არასწორი დარიცხვის პრობლემის მოსაგვარებლად დაუკავშირდით ბუკინგის ოფისს.
თვითონ დამიკავშირდნენ და ავუხსნი რო სტუმარი არ მიმიღია, დაჟინებით ითხოვს რომ გადავუხადო მაინც თორე სასამართლოში გიჩივლებთ ჩვენი წარმომადგენელიო, და სანამ არ გადაიხდით მანამდე არ გაგიუქმებთ გერდსო….
თქვენ როგორ უმტკიცებთ რომ სტუმარი არ მიგიღიათ?
არავინ დამკავშირვებია არც მაილზე არც ტელელფონზე და თანხაც არავის ჩაურიცხია, მეტი რა მტკიცებულება უნდა იყოს ჩემი მხრიდან
ბუკინგის ექაუნტში ჯავშნები გქონდათ?
ალბათ არის არ მინახავს, ბუქინგის ჯავშანი მასე ხო შეიძლება ბევრმა გააკეთოს და არ მოვიდეს? და რა დება მერე იბნვოის თუ არ გადაიხდი მათლა იჩივლებენ თუ დაშინების ამბავია?
მოგესალმებით, თქვენი დახმარება მჭირდება. 2 წელია რაც ჩვენი სასტუმრო უპრობლემოდ მუშაობდა, თუმცა ამჟამად საიტზე დაბლოკილია ჩვენი ობიექტი, რის მიზეზადაც ასახელეენ გარკვეულ თაღლითობას. booking–ი და ელ. ფოსტაც ებარა მენეჯერს, რომელმაც 2 წლის ნამუშევარი წყალში ჩაგვიყარა. როგორც ვიცი booking-ის მიერ აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, ჯერ გზავნიან გამაფრთხილებელ წერილს, თუ იგივე განმეორდა შემდეგ ბლოკავენ. რამდენად სწორად ვიცი და ასევე როგორ შეიძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარება?
პრობლემის გარკვევას უნდა შეეცადოთ თავად ბუკინგთან. დაურეკეთ და აუხსენით ყველაფერი დეტალურად. ტელ: 294 44 55, 294 44 66
გმადლობთ.
სალამი, ბუქინგზე ვაქირავებ ბინას, მაქვს რამდენიმე ჯავშანი. თუ არ ჩამოვიდა სტუმარი ვკარგავ იმ დღეებს ისე რომ თანხას ბუქინგი არ ამინაზღაურებს? თუ წინასწარ უნდა მოვთხოვო სტუარს თანხის ჩარიცხვა
ყველა პირობის შესახებ სტუმართან უნდა მოილაპარაკოთ.
თუ ტურისტმა დაბრონა ბინა, მაგრამ არ მოვიდა, როგორ მოვიქცე? ვის დაუკავშირდე?
ვინც დაჯავშნა, ამ შემთხვევაში ტურისტულმა, პასუხიც მას უნდა მოსთხოვოთ.
გამარჯობათ.როგორ წავშალო ბუქინგიდან ჩემი დადებული განცხადება.ვეღარ შევდივარ საითზე.დამიბლოკეს
უნდა დაუკავშირდეთ ბუკინგის თბილისის ოფისს, სხვა გზა არ არსებობს.
გამარჯობა, რეგისტაციიდან 3 თვე უნდა ვერიფიკაციას? booking-ზე და Airbnb-ზე ორივეზე ასეა?
არა არ სჭირდება 3 თვე. ბუკინგს ტელეფონზე დაურეკეთ თუ რამე პრობლემა გაქვთ. Airbnb-ზე კიდევ თქვენს ხელშია გამოქვეყნება.
გამარჯობა, ვარ დაინტერესებული ბუკინგის რეგისტრაციით თანამშრომლობის მიზნით რომ გამომეხმაუროთ. +995 514 122 122 / ამ ნომერზე მაქვს ვათსაპი
ეს ძველი სტატიაა და ახლა შეგიძლიათ მხოლოდ ამ ინსტრუქციით იხელმძღვანელოთ.
გამარჯობა.
Booking -ზე ვარეგისტრირებდი სასტუმროს და მომთხოვა კოდი, რომელიც ფოსტას მოაქვს. ამ კოდს ვერ ვპოულობ და შესაძლებელია ამ უკანასკნელის თავიდან მოთხოვნა? თუ შეიძლება როგორ მოვითხოვო?
დაურეკედ ბუკუნგის თბილისის ოფისს და დაგეხმარებიან. ტელ: 294 44 55, 294 44 66
ამ ინსტრუქციას მივყევი ყველაფერი ზუსტად ასე გავაკეთე და მაინც არ ჩანს ჩემი ბინა კლიენტის ბუქინგზე და თან ლოკაციის ვერიფიკაციას მთხოვს.. ცოტა ვერ გავიგე რა კოდი უნდა ჩავწერო ექვს ნიშნა არსად არ გამოუგზავნიათ??
ეს ინსტრუქცია პანდემიამდელია. დაურეკეთ ბუკინგის თბილისის ოფისს და განცხადების გამოჩენა მოსთხოვეთ.
მოგესალმებით . დიდი ხნის წინ დავრეგისტრირდი ბუქინგზე ბინის გაქირავების სურვილით ,მაგრამ არ მისრგებლია არასოდეს . .ეხლა ჩემ პირად მილზე მოდის შეტყობინება ბუქინგიდან რაღაც გაურკვეველი თანხის გადახდასთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე.გთხოვთ დამეხმაროთაღნიშნულ ფინანსურ დავალიანების გარკვევაში და ბუქინგოს რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რადგან ვერ ფლობ სათანადო ინგლისურს .გმადლობთ წინასწარ
რომ არ გისარგებლიათ არ ნიშნავს, რომ თქვენი განცხადება აქტიური არ არის. როგორც ჩანს ვიღაცამ დაჯავშნა თქვენთან საცხოვრებელი და ახლა ბუკინგი საკომისიოს გადახდას ითხოვს. დაურეკეთ ოფისს და გაარკვიეთ. სხვაგვარად ეგ პრობლემა არ მოგვარდება.
თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ bookin com-ზე მინდა შევცვალო მისამართის
დაურეკეთ ბუკინგის ოფისს და შეგიცვლიან, ტელ: 294 44 55, 294 44 66
გამარჯობათ, მაინტერესებს როგორ შევცვალო ლოკაცია ბუქინგზე
ტელეფონით უნდა დაუკავშირდეთ ბუკინგის წარმომადგენლობას თბილისში
Comments are closed.