მთავარი ქალაქებითბილისი საბავშვო რკინიგზა ამუშავდა

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა

by მე მოგზაური
0 კომენტარი
საბავშვო რკინიგზა

მუშტაიდის პარკში საბავშვო რკინიგზა ამუშავდა. საბავშვო მატარებელს, საბჭოთა საქართველოში, სასწავლო დანიშნულება ჰქონდა. მის ლოკომოტივზე ბავშვებს მატარებლის მართვას ასწავლიდნენ. ახლა ამ მატარებლით ბავშვებს მხოლოდ სეირნობა შეუძლიათ.

TY7-2044

მატარებლის ლოკომოტივი, თბომავალი მუშაობს დიზელის ძრავზე. 2005 წელს სწორედ დიზელის ძრავის დაზიანება გახდა რკინიგზის გაჩერების მიზეზი.

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

მატარებელი გადის ყოველ ნახევარ საათში და გასეირნება ღირს 1,5 ლარი.

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

გადახდა პლასტიკური ბარათით ხდება, რომელსაც მუშტაიდის პარკის სალაროში 1 ლარად ამზადებენ.

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

მატარებელი სამი ღია ტიპის ვაგონისგან შედგება.

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

სიმაფორი მემანქანეს ანიშნებს, რომ წინ მოძრაობა არ შეიძლება. წითელი მწვანე სიგნალით ყოველ ნახევარ საათში იცვლება 🙂

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

როგორც ჩანს, ლიანდაგი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, რადგან ვაგონების ბორბლები ლიანდაგის გადაბმის ადგილების გავლის დროს საგრძნობლად ხმაურობს.

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

მუშტაიდის პარკის კუთხეში მოწყობილი წრიული ლიანდაგის შემოვლის შემდეგ, მატარებელი ჩერდება და უკანა სვლით შედის სადგურში. ლიანდაგების გარადთვას მეისრე არეგულირებს.

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

სადგურში შესვლისთანავე ძრავს გამორთავენ და აგრილებენ.

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

თბილისის საბავშვო რკინიგზის ისტორია 1935 წლის 24 ივნისიდან იწყება.

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

მაშინ მატარებელის სათავეში ორთქმავალი იყო, რომელიც ახლა კვარცხლბეკზე დგას.

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა - მე მოგზაური

ვიდეო

  • 17
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
1

სხვა მასალები

კომენტარები