ბევრს უჩნდება კითხვა სად აღარ იფრენს Wizz Air კორონავირუსის პანდემიით დაწესებული შეზღუდვების გაუქმების და საერთაშორისო ავიარეისების აღდგენის შემდეგ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა 1 ივლისიდან განახლდება. ამის მიუხედავად ყველა ავიარეისი ვერ აღდგება, რფომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. მიზეზი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მზაობაშია, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოების მოქალქეების მიღების სურვილს აცხადებს, ზოგიერთიც კი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. შესაბამისად შეიცვალა Wizz Air-ის გეგმებიც. ახლახანს ცნობილი გახდა, სად აღარ იფრენს Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან, რადგან ავიაკომპანიის ვებსაიტიდან გაქრა ზოგიერთი მიმართულების ბილეთების შეძენის შესაძლებლობა.
Wizz Air აღარ იფრენს …
ძირითადად აღარ იძებნება ის ახალი ავიამიმართულებები, რომელთა შესრულება ავიაკომპანიას ქუთაისის ბაზაზე 2 ახალი ავიახომალდის დამატების შემდე, 2020 წლის ზაფხულიდან უნდა დაეწყო. 12 ახალი მიმართულებიდან ჩამონათვალში დარჩენილია მხოლოდ ერთი – პოზნანი.
გაუქმებულია: ფრანკფურტ ჰანი, ჰამბურგი, ჰერაკლიონი (კუნძული კრეტა), კარლსრუე /ბადენ ბადენი, ნეაპოლი, ნიცა, ნიურნბერგი, პიზა, სტოკჰოლმი, ტურკუსა, ბარი, ვენეცია.
ასევე, აღარ იძებნება ზოგიერთი ის რეისი, რომელიც პანდემიის დაწყებამდე წარმატებით სრულდებოდა: პარიზი, ბარსელონა, ბრიუსელი, ლონდონი, ეინდჰოვენი.
რეისები, რომლებიც დღეის მდგომარეობით მოქმედია:
ვენა, ლარნაკა, პრაღა, ტალინი, ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, ათენი, სალონიკი, ბუდაპეშტი, ბოლონია, მილანი, რომი, რიგა, ვილნიუსი, გდანსკი, კატოვიცე, კრაკოვი, პოზნანი, ვარშავა, ვროცლავი.
ჯერჯერობით შენარჩუნებული ავიარეისების რუკა.
Wizz Air-ს ჯერჯერობით ოფიციალურად არ განუმარტავს ამ მიმართულებებზე ავიარეისების გაუქმების მიზეზი.
ამასთან, ავიაკომპანია აქტიურად ეწევა საზოაგადოების ინფორმირებას სხვა ქალქებში ავიაბაზების გაფართოვებისა და ახალი ავიამიმართულებების გახსნის შესახებ.
რეკომენდაციები:
- კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
- ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.