კარგია, როდესაც რაღაც კეთდება, კიდევ უფრო კარგია როდესაც კარგად კეთდება. ამ დღეებში თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მიმართულების ახალი მაჩვენებლები შევამჩნიე.
აშკარად აკლია ვიზუალური და პრაქტიკული დიზაინი. ქალაქის დიზაინში, ისევე როგორც ყველა სხვა დიზაინში, დიდი მნიშვნელობა აქვს შრიფტს. ამ შემთხვევაში მოიკოჭლებს, როგორც შრიფტი, ასევე მიმართულების მაჩვენებელი დაფის დიზაინიც. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ვიღაცამ “ჟეშტის” ნაჭერზე წარწერა გააკეთა და რკინის ბოძზე მიაჭედა, თანაც ისე, რომ არ უფიქრია ერთი დაფა მეორეს ხომ არ ფარავს, იკითხება თუ არა წარწერა?
გაცილებით უკეთესი მიმართულების მაჩვენებლები აღმოვაჩინე თელავის რეკონსტრუირებულ ცენტრში.
ასევე, მშვენიერია, ცოტა დიდი ზომისაც კი არის, მიმართულების საინფორმაციო დაფები სიღნაღში.
თბილისში კი ძველი უბნის არქიტექტურასთან შეუსაბამო მაჩვნებლების დაფები საგზაო მოძრაობის ნიშნებს ფარავს.
ანალოგიური მაჩვენებლები პრაღის ქუჩებიდან.
ასეთი სტილიზებული მაჩვენებლებით ბევრი ქალაქის ისტორიული ცენტრი ვერ დაიკვეხნის.
პრაღის ნაკლებად ისტორიულ უბანში, ჟიჟკოვის ტელეანძასთან, აი ასეთი ფუნქციური მიმართულების მაჩვენებლებია.
ბოძი იმდაგავარად არის მოწყობილი (მას აქვს სპეციალური ჭრილები, არხები), რომ მასზე ყველა მიმართულების მაჩვენებლის დამაგრება მოხერხდება.
პრაღის პარკებში კი ასეთი მაჩვენებლებიც შეგხვდებათ. თბილისის პარკებში მაჩვენებლების ბოძი მხოლოდ მთაწმინდაზე შევამჩნიე, შრიფტი ასკარად მოიკოჭლებს.