საქართველომ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 22 მაისის ჩათვლით გადაავადა. ფრენების აღდგენა დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
მგზავრობის მსურველებმა გთხოვთ გაითვალისწინოთ: ავიაკომპანიების მხრიდან ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ თავად ავიაკომპანიასთან. რადგან ბილეთების რეალიზაციის საკითხს ავიაკომპანია წყვეტს თავად, როგორც საქართველოს საავიაციო ხელისუფლების, ასევე იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების შეზღუდვების გათვალისწინებით, სადაც მგზავრს გამგზავრება სურს.
მსოფლიოში COVID 19-თან დაკავშირებული სწრაფად ცვალებადი ეპიდსიტუაციის გამო, ქვეყნებს შორის რეგულარულ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით შეზღუდვების წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია.
წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო