სტამბოლში თანამედროვე ტრამვაის ახალი თაობა 2 წელია რაც გამოჩნდა.
ფრანგული სამსექციანი Alstom Citadis 301
ალსტომ სიტადისის ტრამვაი სტამბოლის T1 (Bağcılar-Kabataş) მარშრუტზე დადის შედარებით ძველ Bombardier Flexity Swift-ის მარკის ტრამვაისთან ერთად.
ორივე მათგანს გააჩნია ერთმანეთისგან განსხვავებული პლუსები. ალსტომის დიზაინი გაცილებით თანამედროვეა, ის ითვლება 100 პროცენტიან დაბალიატაკიან ვაგონად, თუმცა კი სალონში ბორბლების ადგილზე იატაკი შესაჩნევად ამობურცულია.
ბომბარდირ წინა და უკანა ბორბლებთან იატაკი ამაღლებული აქვს ერთი საფეხურით, ამიტომ ნახევრადდაბალიატაკიან ვაგონად ითვლება. ის გაცილებით რბილად გადადის რელსების ისრებზე და შედარებით უხმაუროც არის ვიდრე ალსტომი.
ტრამვაის გაჩერება, ის დაცულია ღობეებით და მასში შესვლა საფასურის გადახდის და თბილისის მეტროს მსგავსი ხარიხის გადალახვის შემდეგ ხდება,
სტამბოლის სარკინიგზო ტრანსპორტის რუკა: