მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებითბილისი ტრამვაი კონკა
თბილისიტრანსპორტი

ტრამვაი კონკა

by მე მოგზაური 7 ნოემბერი, 2012
by მე მოგზაური 7 ნოემბერი, 2012 0 კომენტარი
ტრამვაი კონკა
5.3K

დეკემბრის ბოლოს 108 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც თბილისში ელექტროტრამვაი ამოძრავდა. ახლა ეს მოძრაობა შეჩერებულია აგერ უკვე 2006 წლიდან და თბილისის ტრამვაის უკანასკნელი არტეფაქტი, ე.წ. კონკა ღია ცის ქვეშ, სამშენებლო პოლიგონზე, თითქმის უპატრონოდ დგას.

ეს ფოტო 2010 წლის 25 დეკემბერს გადავიღე ყოფილი ავჭალის დეპოს ტერიტორიაზე.  ტრამვაის ვაგონი ახლაც ამ ადგილზე დგას და თვითმხილველების გადმოცემით დღითი-დღე იძარცვება.

ტრამვაი კონკა - მე მოგზაური

ფოტოზე ასახულია ვაგონის ერთი ადგილიდან მეორეზე გადათრევის პროცესი. ტრამვაის გვერდით მოათავსეს რამდენიმე ტროლეიბუსიც და სივრცე შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისთვის საჭირო ბეტონის ქარხნისთვის გამოათავისუფლეს.

ტრამვაის ვაგონი “კონკა” წარმოადგენს ძველი საბჭოური ტრამვაის КТМ-2-ის მოდიფიკაციას. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის არის უფრო ადრეული, დამოუკიდებელი საქართველოს დროინდელი, ღია ტიპის ბელგიური ვაგონის გასაბჭოებული ვერსია.

ტრამვაი კონკა - მე მოგზაური

ღია ტიპის ვაგონი ხაზზე ძირითადად საზეიმო დღეებში გამოდიოდა. მისი სალონი მოპირკეთებულია ხის მასალით. მისი ერთი მხარე თბილისურ ღია აივანს წააგავს, მეორე კი ასევე თბილისურ შემინულ და მოჩუქურთმებულ აივანს.

ტრამვაი კონკა - მე მოგზაური

სავარაუდოდ ამ ვაგონის წინამორბედი.

ტრამვაი კონკა - მე მოგზაური

“კონკა” არ გამოირჩეოდა კომფორტით, მაგრამ მისი გამოჩენა ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. ევროპის ძველ ქალქებში, მსგავსი ღია თუ ძველი ტრამვაის ვაგონი ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს და ასეთი ტრამვაით გასეირნება უფრო ძვირიც კი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი ტრამვაით.

ტრამვაი კონკა - მე მოგზაური

თბილისის ტრამვაის ისტორიას აღსანიშნავად ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე სპეციალურად შექმნილი ვაგონი დგას. ასევე სპეციალურად დამზადებული ტრამვაის ვაგონი შევამჩნიე რამდენიმე ადგილას. მაშინ როდესაც დღემდე შემორჩენილი ავთენტური ტრამვაის ვაგონი “კონკა” ავჭალის დეპოს ტერიტორიაზე, სამშენებლო მასალების პოლიგონზე, უყურადღებობით ნადგურდება.

Related

0 კომენტარი 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

Lufthansa: 140 ლარის ფასდაკლება ბილეთებზე

ფოტოგალერეა: გუდიაშვილის მოედანი

ახალი ავიარეისები თბილისიდან და ბათუმიდან

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

Aegean Airlines ათენი-თბილისი-ათენის ჩარტერს შეასრულებს

airBaltic-ის ავიარეისები რიგა-თბილისი 5 აგვისტოდან განახლდება

თბილისის ფუნიკულიორი 115 წლისაა

Ryanair-მა გაანახევრა ფრენები თბილისი-მილანის მიმართულებით

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები

კომენტარებიCancel reply

[script_13]

პოპულარული

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

    19 იანვარი, 2014
  • 2

    ვარშავა ტურისტული

    23 მარტი, 2018
  • 3

    როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე

    22 მარტი, 2020
  • 4

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

    4 თებერვალი, 2019
  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

    30 ოქტომბერი, 2020
Booking.com

ტეგები

Airbnb Wizz Air WizzAir აეროპორტი ავიაკომპანია ავიაცია ავტობუსი აპარტამენტი აჭარა ბათუმი ბილეთები ბლოგი ბუდაპეშტი დასვენება ევროკავშირი ევროპა თბილისი თურქეთი იტალია კახეთი კრაკოვი მატარებელი მეტრო მოგზაურობა მოგზაურობა იაფად მუზეუმი პარიზი პოლონეთი პრაღა რეკონსტრუქცია საბერძნეთი სასტუმრო საქართველო სტამბოლი სტატისტიკა ტრამვაი ტრანსპორტი ტურიზმი ტურისტები ფრენები ქუთაისი ქუთაისის აეროპორტი შავი ზღვა ჩეხეთი ძველი თბილისი

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე

  • 4

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ეს არის მოგზაურობის, ფოტოებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების მოყვარულთა ბლოგი.

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Flickr
  • Youtube
  • Rss

@2023 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი