მათთვის ვინც “თურქეთის ავიახაზებით” ტრანზიტულ ავიარეისს ასრულებს და სტამბოლში გადაჯდომისთვის მინიმუმ 6 საათი მაინც აქვს, გათვალისწინებულია უფასო ტური სტამბოლში.
უფასო ტური სტამბოლში საუკეთესო თავშესაქცევია მისთვის ვისაც სტამბოლის ახალ აეროპორტში, ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ტრანზიტული (გადაჯდომით) ფრენისას აეროპორტში ხანგრძლივი დროით, მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 24 საათით ლოდინი უწევს.
უფასო ტურის მისაღებად უნდა გახვიდეთ აეროპორტის მოფრენის საერთაშორისო ზონაში და იპოვოთ სტენდი წარწერით Tour Istanbul. ის მდებარეობს მე-13 გასასვლელთან, THY Hotel Desk-ის ზონაში.
უფასო ტურის დაჯავშნა წინასწარ არ ხდება და მასზე რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ ადგილზე. ნუ დაეჭვდებით, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, ტურს აუცილებლად მიიღებთ, საჭიროა, მხოლოდ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე გამოცხადდეთ Tour Istanbul-ის დახლთან.
უფასო ტურების განრიგი
- T01 08:00–11:30 – მიმოხილვითი ექსკურსია, რომლის დროსაც სტამბოლის ღირშესანიშნაობებს ძირითადად ავტობუსიდან მოინახულებთ. ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე 10-20 წუთიან გაჩერებას.
- T02 08:30–15:00 – ექსკურსია, რომლის დროსაც ძირითადი სანახაობების დათვალიერებასთან ერთად საუზმით და სადილით გაგიმასპინძლდებიან.
- T03 08:30–18:00 – ამ ექსკურსიაში შედის საუზმე, ვახშამი და სტამბოლის ძირითადი ღირშესანიშანაობების დათვალიერება.
- T04 12:00–18:00 – ექსკურსია, რომლის დროსაც სტამბოლის ღირშესანიშნაობებთან ერთად დაათვალიერებთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, პლუს სადილი.
- T05 16:00–21:30 – საფეხმავლო, სასეირნო ექსკურსია, რომლის დროსაც უამრავ ღირშესანიშნაობის მონახულების შემდეგ ვახშამით გაგიმასპინძლდებიან.
- T06 18:00–23:00 – კრუიზი ბოსფორზე და ვახშამი.
ექსკურსიების დეტალური გეგმა იხ. სპეციალურ ვებგვერდზე.
ტურის რუკა
სასარგებლო ინფორმაცია
თურქეთის ავიარეისებზე ვრცელდება ის საერთაშორისო ნორმა, რომელიც დაგვიანების ან რეისის გუქმების შემთვევაში 600 ევრომდე კომპენსაციას ითვალისწინებს. ანუ თუ თქვენმა რეისმა 3 საათზე მეტხანს დაიგვიანა ან საერთოდ გაუქმდა შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია აქ: compensair.com
რეკომენდაციები:
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- მუზეუმების იაფი ბილეთების საიტი: Tiqets
ტურის ვიდეო