მთავარი ახალი ამბები 1 ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება

1 ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება

by მე მოგზაური
0 კომენტარი
ტურისტები

15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, ორ კვირაში, პირველი ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრის დროს თქვა. მან აღნიშნა, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც საქართველოს 1 საათის განმავლობაში შეეძლება ინფიცირების საზღვარზე აღმოჩენა.

“ტურიზმი არის ის სფერო, სადაც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდემიის შემდეგ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი”, – თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად მოწყობამ გამოცდილება მისცა და უკვე მსგავსი გამოცდილება არსებობს. მისი თქმით, შეიძლება გამოიყოს შესაბამისი სივრცეებიც, ბაკურიანში, აბასთუმანში, წყალტუბოში.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა. ამ დროისთვის ქვეყანაში აკრძალულია ფრენებიც. სხვა ქვეყნის ავიახაზებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ცარიელი თვითმფრინავით შეუძლიათ.

1 ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება - მე მოგზაური

 

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თანახმად, ტურიზმის განვითარების ანტიკრიზისული გეგმა ტურიზმისთვის 200 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტს მოითხოვს. მინისტრის თქმით, ამ თანხის ყველაზე დიდი წილი საგადასახადო შეღავათებს მოხმარდება. კერძოდ, მინისტრის თანახმად, ჯამში ტურიზმის სექტორის საგადასახადო და საშემოსავლო გადასახადების გადავადება 135 მილიონ ლარს იწონის.

„სერიოზული რესურსი, სულ მცირე 60 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სულ მცირე 3000 კომპანია ისარგებლებს ამ დახმარებით და ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის მხარდაჭერის პაკეტი 5 მილიონი ლარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენაზე, რომელიც მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის სხდომაზე გაიმართა.

ანტკრიზისული გეგმის თანახმად, ტურიზმის სექტორი 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, საშემოსავლო გადასახადის გადავადება კი 2020 წლის ბოლმდე გაგრძელდება.

გეგმის თანახმად, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილონ ლარამდე იყო, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე საბანკო სესხის 80 პროცენტის სუბსიდირებით დაეხმარება.

მწვანე კონცხი

 

მთავრობა COVID-19-ისგან უსაფრთხო ტურისტული ზონების გამოყოფა განიხილავს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მოქმედ ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო COVID – 19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომის და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს. როგორც გახარია ამბობს, ისინი ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.

„ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი – პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამნისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები“, – განმარტა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, ორ კვირაში, პირველი ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა. ამ დროისთვის ქვეყანაში აკრძალულია ფრენებიც. სხვა ქვეყნის ავიახაზებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ცარიელი თვითმფრინავით შეუძლიათ.

წყარო: radiotavisupleba.ge

 

რეკომენდაციები:

  • კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
  • ეპიდემიის პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • 10 ევროს ფასდაკლება მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთებზე: Omio
  • 103
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები