ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის აეროპორტი წინა წელთან შედარებით, 41.6%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდის ტემპით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა იმ აეროპორტთა შორის, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ შარშან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ კატეგორიაში ევროპის აეროპორტებს შორის ლიდერობდა (+52.5). წელს კი პირველ ადგილზე რეიტინგში ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდის აეროპორტი მოხვდა. (+72.1%).
იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%).
დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).
წყარო: www.airports.ge
რეკომენდაციები:
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთებზე: Omio
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com