მთავარი ქალაქებიქუთაისი ქუთაისის ფაბრიკა

ქუთაისის ფაბრიკა

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი
ქუთაისის ფაბრიკა

სანამ ”საშოპინგოდ” თურქეთში წახვალთ, გირჩევთ ქუთაისში შეიარეთ და ქუთაისის ფაბრიკა ”იმერის” მაღაზია დაათვალიერეთ.

ქუთაისის ფაბრიკა - მე მოგზაური

ფაბრიკის მაღაზია თანამედროვე დიზაინით და კომფორტით არა, მაგრამ პროდუქციის ხარისხითა და სიიაფით ნამდვილად გამოირჩევა.

ქუთაისის ფაბრიკა - მე მოგზაური

2012 წლის ზაფხულში USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკას ”იმერს” 20-მდე ჟურნალისტთან ერთდ ვესტუმრე. კოლეგებს ისე მოეწონათ ქუთაისური პროდუქცია, რომ ზამთრის ტანისამოსიც კი მოიზომეს და შეიძინეს.

ქუთაისის ფაბრიკა - მე მოგზაური

ზამთრის ტანისამოსით გოგონებიც დაინტერესდნენ.

ქუთაისის ფაბრიკა - მე მოგზაური

ბიჭები კიდევ გოგონების ტანსაცმლით…

ქუთაისის ფაბრიკა - მე მოგზაური

ამ მაღაზიაში პროდუქცია ე.წ. ფაბრიკის ფასად იყიდება. ტანსაცმლის დიზაინი თანამედროვეა, ზოგიერთი კი ავთო ცქვიტინიძის ნამუშევარია. სწორედ ამ ფაბრიკასთან თანამშრომლობით დაიწყო დიზაინერ ავთანდილის კარიერა.

ქუთაისის ფაბრიკა - მე მოგზაური

ქალის ზუსტად ასეთი პიჯაკი სტამბოლის სიიაფით ცნობილ მაღაზიებში, იქ სადაც ხშირად დადიან საქართველოს ვაჭრების უმრავლესობა, თითქმის სამჯერ ძვირი ღირდა.

ფაბრიკა

სააქციო საზოგადოება ”იმერმა”, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულის რთულ პერიოდს დიდი ძალისხმევის შედეგად გაუძლო.

ფაბრიკა ”იმერი”

”იმერმა”, ძველი საწარმოო რესურსების მეშვეობით, ინვესტიციების გარეშე შეძლო უცხოური კომპანიის ყურადღების დამსახურება ჯერ კიდევ 1995 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამკერვალო საწარმოებმა ევროპიდან აზიისკენ გადასვლა იწყეს. ფაბრიკის ხელმძღვანელი მაია სიმონიძე იხსენებს, თუ რა რთულად დაიწყო გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა:

მაია სიმონიძე

”მაშინ გერმანელი ქალიც მოგვივლინეს ტექნოლოგად. დიდი უსიამოვნებები გვქონდა ამ ქალთან, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ იმ ქალმა მუშაობა გვასწავლა, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონდა. ის რომ ითხოვდა, გაგიჟებული ვიყავით, გვეჩხუბებოდა, კიოდა, მუშებსაც ეჩხუბებოდა… ჩვენ, ქართველებს, მაგის სასწავლებელი რა გვჭირს – ინსტიტუტი გვაქვს დამთავრებული, ასპირანტურა გვაქვს დამთავრებული, ხარისხები გვაქვს დაცული, ამ ქალმა რა უნდა გვასწავლოს…

ქუთაისის ფაბრიკა - მე მოგზაური

– თურმე ამ ქალს ინსტიტუტიც არ ჰქონია დამთავრებული… -ჰოდა, ამის სასწავლებელი რა გვაქვს!.. მაგრამ… რაღაც ტვინში შეიცვალა -მუშაშიც, ინჟინერშიც, ტექნოლოგშიც, ჩემშიც, ყველაში რაღაცნაირად გარდატეხა მოხდა და ორ წელიწადში შევძელით ის, რომ პროდუქციას ვუშვებდით ნორმალურს.”

ქუთაისის ფაბრიკა

​​ახლა ფაბრიკას, რომელსაც მაია სიმონიძე ხელმძღვანელობს, ძირითადი უცხოური დამკვეთის გარდა, ადგილობრივებიც აკითხავენ. შედეგად, ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ტანისამოსის გამოშვება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2012 წელს 400 ათასი ლარის პროდუქციის გამოშვებას გეგმავდნენ, მაშინ როდესაც 2011 წელს ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციის ღირებულება 300 ათასს არ აღემატებოდა.

ფაბრიკა

ფაბრიკის პერსონალის საშუალო ხელფასი 350 ლარს შეადგენს. დაახლოებით ამდენივეა ქუთაისში ბანკების ოპერატორთა ხელფასებიც.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები