მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებისოფლები და აგარაკები შატილი 2004
სოფლები და აგარაკები

შატილი 2004

by კახა მჭედლიძე 11 ივნისი, 2014
by კახა მჭედლიძე 11 ივნისი, 2014

ძველ ამბავს უნდა მოვყვე შატილში მივლინების შესახებ. ჩემს არქივში მხოლოდ ფირიდან დასკანერებულ ფოტოებს მივაგენი, მცირე ზომის და უხარისხოა, მაგრამ მაინც…

პოსტის დაწერა კი ერთი რუსი ბლოგერის macos-ის მონათხრობმა გადამაწყვეტინა, რომელმაც ახლახანს იმოგზაურა საქართველოში.

koshkebi-2

2004 წლის ზაფხულში სამსახურიდან შატილში მიმავლინეს. ხევსურეთში მოგზაურობა კეთილი ნაცნობების დახმარებით შესდგა და თბილისში რესპუბლიკის მოედანზე (ვარდების მოედანი) შეხვედრით დაიწყო. წინასწარ შეთანხმებით შეძენილი საგზალი “ნივაში” მოვათავსეთ, ბენზინი მოვიმარაგეთ და წავედით. გზა საკმაოდ რთული იყო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მე უკანა სკამის ნაცვლად ტვირთზე ვიჯექი, თუ ვიწექი. 2600 მეტრის სიმაღლეს რომ მივაღწიეთ დავილოცეთ და პირიქითა საქართველოს დაღმართებს გავუყევით.

cxvrebi

გზად ცხვრის ფარას გადავეყარეთ და მეცხვარეს, რომელიც ბუნებას “არაბუნებრივად” გაეფერადებინა.

mecxvare

მეცხვარემ ეს შვილივით საყვარელი ცხვარი ძლივს გაიმეტა გასაყიდად, ნივაში ფეხებში ჩამისვა. ისეთი თვინიერი და ფუმფულა იყო, რომ დასაკლავად შემებრალა კიდეც 🙁

mecxvare-2

დილით გასული, საღამოს შატილს მივადექით.

koshkebi-4

ჩემი მეგზურების მეგობრის სასტუმრო სახლში დავბინავდით, სუფრა გავშალეთ და მეზობლები დავპატიჟეთ. ამ სუფრაზე აღმოვაჩინე შატილიდან პირველი რადიორეპორტაჟის თემა და გმირები.

მეორე დღით დაიწყო შატილის ვიწრო ქუჩებში ხეტიალი და კოშკების გაცნობა.

koshkebi-7

უამრავი ისტორია მოვისმინე ამ მრავალსაუკუნოვანი კოშკებისა და მისი ბინადრების შესახებ. ამჟამად ბევრი მათგანი ცარიელია, მაგრამ ხელუხლებელი. შატილში კერძო საკუთრებას ოდითგანვე პატივს სცემენ. ეს კულტურა უამრავი მტრის შემოსევისგან მუდმივად თავდაცვის პროცესმა ჩამოაყალიბა.

koshkebi-6

აქ არა თუ უცხო ტომის წარმომადგენელს არ შეუძლია დასახლება, არამედ საკუთრების შეძენაც შეუძლებელია. შატილში მხოლოდ ჭინჭარაულები ცხოვრობენ.

karebi

კოშკის მთავარი შესასვლელი ასე გამოიყურება, კარგა გვარიანად თავდახრის გარეშე შესვლა ძნელია. შიგნით შემონახულია ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები.

kidobani

ზედა სართული საოჯახო მაგიდით და კედლებში სათოიფურებით.

magida

კოშკს გააჩნია სარდაფის ტიპის სართული, რომელიც საცხოვრებელი ნაწილისგან მოწყვეტილია და იქ მხოლოდ გარედან მოხვდებით.

saqaleti

ეს სათავსო განკუთვნილი იყო ქალებისთვის, კრიტიკული დღეების გასატარებლად, განსაწმენდად, როგორც აქაურები ამბობენ.

koshkebi-5

ამასობაში ჩვენი შვილივით ნაფერები ცხვარი დაუკლავთ და გაუტყავებიათ. ბოლო მომენტს შევესწარი, როდესაც ჩვენმა მასპინძელმა, ახალგაზრდა კაცმა, დავით ჭინჭარაულმა ცხვარს ერთი ნაწილი ჩამოაჭრა და უმად ჩაყლაპა. ეს და სხვა ამბები, რომლებიც დათოს ცხოვრებას ახასიათებს, აღწერილია ჩემს კიდევ ერთ რეპორტაჟში.

შატილში ყველა საერთო საკითხი ამ ნაგებობაში, “საფიხვნოში” წყდებოდა.

sabcho

ცალკე აღსანიშნავია ლუდის ხარშვის ტრადიცია, რომელიც წმინდა რიტუალს წარმოადგენს აქაურთათვის.

pivnoi

ლუდსახარში ჩაკეტილია და იქ წელიწადში ერთხელ შედიან მხოლოდ იმ ოჯახის წარმომადგენლები, რომელებსაც ლუდის მომზადების რიგმა მოუწია. ლუდსახარშთან მიახლოება ეკრძალებათ ქალებს.

samreklo

შატილის მახლობლად არის კიდევ უფრო ძველი და ამჟამად მთლიანად დაცარიელებული მუცო. იქ ასვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან მდინარის გადასასვლელთან საბურავი დაზიანდა, გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო. კლდის წვერზე მუცოს ყველაზე მაღალი კოშკი მოსჩანს.

mutso

გზად გადაღებული ფოტოები.

koshkebi-1

ულამაზესია ხევსურეთი.

tevzaoba

Related

0 კომენტარი 0 FacebookTwitterPinterestEmail
კახა მჭედლიძე

მე მოგზაური

კომენტარები Cancel reply

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

ჩვენი სოცქსელები

Facebook Twitter Instagram Pinterest Youtube Rss

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    იაფი კვება პარიზში

  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ეს არის მოგზაურობის, ფოტოებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების მოყვარულთა ბლოგი.

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    იაფი კვება პარიზში

  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ბილეთები

  • პრაღის ციხესიმაგრის ბილეთები: 16 ევროდან

  • ბარსელონა, გუელის პარკი: 10 ევრო

  • ვერსალის სასახლის ბილეთები: 18 ევროდან

  • შოპინგი მილანში – 70%-იანი ფასდაკლებები

  • დუომოს სახურავზე ექსკურსიის ბილეთები – 12 ევრო

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Flickr
  • Youtube
  • Rss

@2020 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი