კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მიერ საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით“.
ამასთან, შეზღუდვა არ ვრცელდება პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზის და რიგის აეროპორტებს შორის.
უკვე ცნობილია, რომ მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება და რეისებს შეასრულებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa.
პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება და რეისებს შეასრულებს ფრანგული ავიაკომპანია Air France.
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას 1 ივლისიდან აპირებდა, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ შეზღუდვა 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ავიამიმოსვლა 20 მარტიდან შეჩერდა.
ივნისის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, საზღვრები გაუხსნან კორონავირუსის გავრცელების მხრივ 15 უსაფრთხო ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 8 ივლისს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვარს უპირობოდ უხსნის გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმა მიიღეს საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/30740698.html
რეკომენდაციები:
- კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
- ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 40 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
4 კომენტარები
სექტემბრის განრიგი თუ გაწვთ აბუდაბუში და შეგიძლუათ თუარა მომაწიდოთ,გმადლობთ
აბუ დაბიში ფრენა იწყება ოქტომბრიდან. განრიგი იხ. აქ – https://bit.ly/3jqWWea
ანუ კარგად რომ გაგვარკვიოთ აგვისტოში შესრულდება ფრენები გერმანიის მიმართულებით??? ტურისტულად ზუსტად რომ გაგვარკვიოთ
კი, ნამდვილად ეგრეა. გაეცანით ოფიციალურ ინფორმაციას – https://bit.ly/3jwA0Kt