მთავარი ქალაქებითბილისი ცისფერი გალერეა

ცისფერი გალერეა

by მე მოგზაური
0 კომენტარი
ცისფერი გალერეა

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ “ცისფერი გალერეა” ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ სრულფასოვნად აღდგენილი და განახლებული გალერეის ცენტრალური შესასვლელი თითქმის მუდმივად დახურულია.

ცისფერი გალერეა

გალერეის მოქმედი შესასვლელი უკანა მხრიდან, “ალექსანდროვის ბაღიდან” არის, საიდანაც გალერეას ახალი კორპუსი მიაშენეს.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

ახალმა კორპუსმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას, ახალი საგამოფენო დარბაზები, ტექნიკური საშუალებები და დამხმარე სივრცე შემატა.

ინტერიერი

“ცისფერი გალერეა” ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენას მასპინძლობს.

ფიროსმანის გამოფენა

ნიკალას უყვარდა მოქეიფე ხალხის ხატვა.

ქეიფი

გამოფენაზე ბევრია მსგავსი შინაარსის ნამუშევარი.

ნიკალას ნახატი

რუსეთ-იაპონიის ომი

რუსეთ-იაპონიის ომი

თბილისის ფუნიკულიორი

ფუნიკულიორი

დიდი მხატვრის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული 107 ნამუშევარი.

ჟირაფი

ასევე, გამოფენილია დავით კაკაბაძის ნახატები და ფოტოები ერმაკოვის კოლექციიდან.

ცისფერი გალერეა 1888-1892 წლებში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის პროექტის მიხედვით აიგო. შენობა თავდაპირველად სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის იყო განკუთვნილი და ,,დიდების ტაძრად” იწოდებოდა.

cisferi_galerea_1888

გალერეა რომში აგებული საგამოფენო სახლის მიბაძვითაა აშენებული.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები