მთავარი ქალაქებითბილისი ”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები”

”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები”

by მე მოგზაური
2 კომენტარები

პროექტის დასრულების მოახლოებასთან ერთად კონსტრუქცია სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები” - მე მოგზაური

რიყეზე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო კომპლექსის მშენებლობა პროექტის გამოჩენისთანავე გახდა კრიტიკის მიზეზი. საზოგადოების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი თანამედროვე დიზაინის მქონე კომპლექსის წინაღმდეგ გამოდიოდა. ახლა კი ის პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზადაც იქცა.

”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები” - მე მოგზაური

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რიყეზე მშენებარე კონსტრუქცია დიზაინისა და მაშტაბების გამო გააკრიტიკა და მას ”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები” უწოდა. თავად ივანიშვილი კი არანაკლებ მაშტაბურ და თანამედროვე დიზაინის მქონე შენობაში ცხოვრობს, რომლის კრიტიკა დღემდე არავის უცდია.

”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები” - მე მოგზაური

მიუხედავად პოლიტიკისა პროექტი დასასრულს უახლოვდება. ბევრს აინტერესებს როგორ შეიძლება ამ ”წაქცეულ გრაფინებში” შესვლა. საგამოფენო ცენტრში რიყის პარკიდან მოხვდებით, ხოლო მუსიკალურ თეატრში ავლაბრისკენ მიმავალი ქუჩიდან. ეს შესასვლელი  საგამოფენო ცენტრსაც მოემსახურება.

”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები” - მე მოგზაური

მუსიკალური თეატრი, საგამოფენო კომპლექსი, მშვიდობის ხიდი, საბაგირო გზა და იუსტიციის სახლი, მტკვრის პირას, ძველი თბილისის შუაგულში, ახალ, თანამედროვე დიზაინის  თბილისს აყალიბებს. ეს ფოტოები მომაწოდა Fabian Monteko – Fabi.ge

”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები” - მე მოგზაური

მუსიკალურ-საგამოფენო კომპლექსის პროექტი, ისევე როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტები ეკუთვნის იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი.

”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები” - მე მოგზაური

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
2 კომენტარები
0

სხვა მასალები

2 კომენტარები

“წაქცეული გრაფინების” ნახაზები | კახას ბლოგი 19 დეკემბერი, 2012 - 14:58

[…] სკანდალურად ცნობილი მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო […]

Reply
რიყეზე | კახას ბლოგი 3 თებერვალი, 2013 - 18:15

[…] მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო კო… მშენებლობა გრძელდება. […]

Reply

კომენტარები