მთავარი ქალაქებიგარდაბანი წითელი ხიდის საბაჟო

წითელი ხიდის საბაჟო

by მე მოგზაური
0 კომენტარი

წითელი ხიდის საბაჟო

შუა ზაფხულის სიცხეში, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად წითელი ხიდის საბაჟო დავათვალიერე. თანამედროვე ინფრასტრუქტურის სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტი წინა ხელისუფლების “ნგრევის” პოლიტიკის შედეგია, ისევე როგორც სარფის საბაჟო და სხვა საბაჟო-გამშვები პუნქტებიც.

საბაჟომდე რამდენიმე კადრი წითელი ხიდისკენ მიმავალი გზიდან. თავდაპირველად რუსთავის ქარხნები.

რუსთავი

რუსთავის შემდეგ იწყება გარდაბნის მუნიციპალიტეტი. გზა თითქმის უდაბნოში გადის.

გზა

დასახლებული პუნქტების გამოჩენასთან ერთად ამ რაიონის მოსახლეობისთვის დაახასიათებელი ეკონომიკური საქმიანობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

სათბურები გარდაბანში

სათბურები

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

ჰორიზონტზე გარდაბნის თბოელექტროსადგური.

გარდაბნის თბოელექტროსადგური

შემდეგ მწვანილის ველები.

მწვანილები

ხეხილის ბაღები

ხეხილის ბაღები

მეჩეთი

მეჩეთი

საბაჟოსაც მივადექით…

წითელი ხიდის საბაჟო

ეს არის მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და მოქალაქეების (შესასვლელი მარჯვენა მხრიდან) სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტი. სატვირთო ავტომობილების საბაჟო ინფრასტრუქტურა განთავსებულია მარცხნივ. მის შესახებ ცოტა ქვევით.

ფოტოზე ჩანს, რომ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს საქართველოს მხრიდან გადის რიგში მდგომი 3 ავტომობილი, აზერბაიჯანის მხრიდან კი ერთი ავტომობილი შემოდის. საზღვრის ფეხით გადაკვეთა კი ამ კონდენციონირებული დერეფნის გავლით ხდება.

სასაზღვრო კონტროლი

მარჯვენა მხარეს კედელზე გამჭვირვალე ყუთში დამონტაჟებულია რადიაციული კონტროლის მოწყობილობა. თუ ვინმე ჯიბით ურანის გადატანას შეეცდება, დეტექტორი გამაყრუებლად აყვირდება.

სასაზღვრო კონტროლი

სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ არის “ტაქს ფრის” პუნქტი, სადაც საქართველოში კარგად ნავაჭრ უცხოელებს, სათანადო საბუთის წარდგენის შემდეგ, გადახდილ დღგს უკან დაუბრუნებენ.

შემდეგ გავდივართ ნეიტრალურ ზონაში. ქვეითებს საზღვრის გადაკვეთაში მიმართულების მაჩვენებლები ეხმარება.

ქვეითების ბილიკი

მცირე მანძილის გავლის შემდეგ “დუტი ფრის” მაღაზიებია.

Duty Free Georgia

ქალების ყურადღებას სუნამოები იქცევს, კაცები კი სასმელებს ეტანებიან.

დუტი-ფრი

ზოგიერთი პროდუქცია მართლაც იაფია, თუმცა ძირითადად უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე თბილისის სუპერმარკეტებში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ “ტაქს ფრი” 20 პროცენტს უკან დაგიბრუნებთ “დუტი ფრის” გარეთ ვაჭრობა გაცილებით ხელსაყრელად გამოიყურება. უკან საქართველოს საბაჟოა, რომელიც თითქმის ცარიელია.

წითელი ხიდის საბაჟო

წინ კი ვუახლოვდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარს და საბაჟო-გამშვებ პუნქტს. აქ უკვე რიგები იწყება.

რიგი აზერბაიჯანის საბაჟოსთან

რიგია, როგორც სატვირთოთა ზოლში, ასევე მსუბუქი ავტომობილებისთვისაც.

რიგი აზერბაიჯანის საბაჟოსთან

რიგის ძირითად მიზეზად აზერბაიჯანის საბაჟოს მუშაობა სახელდება. აქ ერთი ჭიშკრის პრინციპი მოქმედებს და დიდ ნაკადს მხოლოდ ერთი მებაჟე ემსახურება.

აზერბაიჯანის საბაჟო

აქ წარმოქმნილი რიგი განაპირობებს სატვირთო ავტომობილების რიგს საქართველოს საბაჟოს შესასვლელთანაც.

წითელი ხიდის საბაჟო

სანამ ეს ადგილი არ განთავისუფლდება, იქამდე ქართული მხარე ახალ ავტომობილებს ვერ მოემსახურება, რადგან ნეიტრალურ ზონაში მათთვის თავისუფალი ადგილი არ იქნება.

აზერბაიჯანის საბაჟო

მარჯვენა ჭიშკარი აზერბაიჯანიში შემსვლელებს ემსახურება, მარცხენა კი საქართველოში შემომსვლელთათვის არის. შემოსასვლელი აღჭურვილია რადიაციის დეტექტორებით. მარჯვნივ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების საგუშაგო და საზღვრის გამყოფი ღობეა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

მარცხნივ კი ისტორიული წითელი ხიდი.

წითელი ხიდი

საზღვარი მდინარე ხრამზე გადის და შესაბამისად ხიდის ეს მხარე აზერბაიჯანის ტერიტორიას წარმოადგენს. ამ ხიდზე გადიოდა ძირითადი სატრანზიტო მაგისტრალი 2000 წლამდე. შესაბამისად ამ მრავალსაუკუნოვან ხიდზე მოძრაობდნენ მრავალტონიანი ტრაილერები.

წითელი ხიდი

ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, როსტომის მიერ XVII საუკუნის შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა ახლა როდესაც ფუნქცია დაკარგა ნგრევა დაიწყო.

წითელი ხიდი

კარგი იქნება ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროებმა ამ ძეგლის მომავალზე მოილაპარაკონ და ხიდი დანგრევას გადაარჩინონ. ასევე, წითელი ხიდი ტურისტებისთვის ადვილად მისადგომი უნდა იყოს. დავბრუნდეთ უკან საქართველოს საზღვრისკენ და საბაჟოს ის ნაწილი დავათვალიეროთ, რომელიც სატვირთო ავტომობილებს ემსახურება.

საბაჟო

როგორც ფოტოდან ჩანს საქართველოში შესვლის მსურველთა რიგი საერთოდ არ არსებობს. რიგი არის საქართველოდან გამომსვლელთა ნაწილში, რომელსაც აზერბაიჯანში შემსვლელთა გრძელი რიგი იწვევს. აზერბაიჯანის მხარესაც რომ ისე იყოს, როგორც ეს საქართველოში შემსვლელთა ნაწილშია, რიგი არც საქართველოდან გამსვლელებისთვის იარსებებს.

საბაჟო კონტროლი

აქ ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ავტომობილის საბაჟო დათვალიერება სწრაფად განხორციელდეს. მებაჟეთა სამუშაო ჯიხურები სატვირთო ავტომობილის მძღოლის დონეზეა და მას კაბინიდან გადმოსვლის გარეშე შეუძლია საბუთების გაფორმება.

საბაჟო

საბაჟო კონტროლი საბუთებთან ერთად ვიზუალური დათვალიერებითაც ხორციელდება.

მებაჟე

ასევე, ტრაილერების შიგთავსს რადიაციული კონტროლის მოწყობილობებიც ამოწმებს.

ტრაილერი

აქვე არის საჭიროების შემთხვევაში ტვირთის შემცველობის შესამოწმებელი ლაბორატორია. საეჭვო ნივთიერების აღმოსაჩენად (ნარკოტიკები და სხვა) საჭირო მძლავრი სკანერი, ოდნავ მოშორებით მდებარეობს.

აზერბაიჯანიდან მომავალი მოქალაქეები საზღვარს ზევით განხილული დერეფნის ანალოგიური დერეფნის გამოყენებით გადაკვეთენ.

სასაზღვრო კონტროლი

სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ მოსაცდელ დარბაზში მოხვდებით, სადაც ბუფეტი და ბავშვების თავშესაქცევი კუთხეც არის.

საბაჟო "წითელი ხიდი"

ბავშვთა კუთხე.

საბავშვო კუთხე

და ფისო 🙂

ფისო

ბევრი ტურისტისგან მსმენია აღფრთოვანება საქართველოს საბაჟოს ხილვისა და სერვისის გამო. ეს ემოცია განსაკუთრებით მძაფრდება აზერბაიჯანის საბაჟოსთან შედარების ფონზე. თუ მომეცა შესაძლებლობა მომავალში აზერბაიჯანის საბაჟოს შესახებაც დავწერ.

რუკა

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები