მთავარი ქალაქებიპრაღა ჰლავნი ნადრაჟი

ჰლავნი ნადრაჟი

by მე მოგზაური
0 კომენტარი

იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის რაოდენობით პრაღა თბილისს ოდნავ აღემატება, პრაღაში გაცილებით მეტი რკინიგზის სადგურია, ისტორიული თუ შედარებით ახალი.

პრაღის მთავარი ვაგზალი

ეს კი არის პრაღის მთავარი ვაგზალი “ჰლავნი ნადრაჟი”. მისი მთავარი შესასვლელი განთავსებულია მომცრო პარკში, ვაცლავის მოედნის მახლობლად. რკინიგზის სადგულის ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

ვაგზლის სახურავზე ავტოსადგომია, მასზე გადის ერთ-ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალიც. ვაგზლის დატვირთული ცხოვრება ისეა ორგანიზებული, რომ ის ხელს არ უშლის პარკში დასვენების მოყვარულებს.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

ცენტრალური სადგურის რეკონსტრუქცია ერთი-ორი წლის წინ დასრულდა, მაგრამ შენობაში შესვლამდე დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

აქ პირველად 2001 წელს გავიარე და ისეთი მდგომარეობა იყო თბილისის მაშინდელ ვაგზალს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ახლა კი…

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

ეს დარბაზი ემსახურება, როგორც მატარებლის მგზავრებს, ასევე აქვეა მეტროს სადგურში ჩასასვლელიც.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

ორიენტირება გამარტივებულია საინფორმაციო დაფებით და მაჩვენებლებით. მაგალითად ზედა დონეზე წიგნების მაღაზიაა, ქვევით კი ბილეთების სალაროები.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

ბილეთების სალაროები ტრადიციულისგან განსხვავებულია. რიგის მოსაწესრიგებლად მოწყობილია ლაბირინთები.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

სალაროების ზემოთ დამონტაჟებული საინფორმაციო მონიტორები მატარებლების იმ განრიგს აჩვენებს, რომელსაც ეს კონკრეტული სალარო ემსახურება.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

ცენტრალურ მონიტორებზე კი ნაჩვენებია ლოკალური და საერთაშორისო რეისების განრიგი და ბაქნის ნომერი, რომელზეც შესაბამისი მატარებელი ჩამოდგება. ბაქანზე მოსახვედრად საჭიროა კვლავ საინფორმაციო დაფების დახმარება.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

ბაქანზე გასასვლელიდან მგზავრი აღმოჩნდება საუკუნეზე მეტის ხნის წინათ აგებული ვაგზალში, რომელიც მიწისქვეშა კომპლექსიდან საავტომობილო გზის მეორე მხარეს მდებარეობს. გუგლის რუკის “სკრინშოტზე” ქვედა მხარეს არის თანამედროვე ვაგზალი, რომელსაც შესასვლელი აქვს “ვრჩლიცკეჰო სადიდან”, ხოლო ზედა მხარეს არის ბაქნები და 1901-09 წლებში აგებული ძველი ვაგზლის შენობა.

Praha Hlavni Nadrazi

აქ პირველად ვაგზალი 1871 წელს ნეორენესანსის სტილში ააგეს და მას ავსტრიის იმპერატორის ფრანს იოზეფ პირველის სახელი ეწოდა. მოდერნის სტილის ვაგზლის შენობა კი 1901-09 წლებში ძველი სადგურის გვერდით აშენდა ჩეხი არქიტექტორის იოსეფ ფანტას პროექტის მიხედვით.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

სადგურის შენობაზე გამოკრულია სარეკლამო ბანერი, რომელიც ავტომობილით მგზავრობასთან შედარებით მატარებლით გადაადგილების უპირატესობას ამტკიცებს. შენობის შიგნით ულამაზესი გუმბათოვანი დარბაზია, სადაც ვაგზლის ისტორიული კაფე-რესტორანი მუშაობს.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან 1918 წლიდან 53 წლამდე ვაგზალი ამერიკის პრეზიდენტის ვუდრო უილსონის სახელობის იყო. ვაგზლის წინ მდგარი უილსონის ძეგლი ფაშისტებმა 1941 წლის ბოლოს, მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვისთანავე აიღეს.

პრაღის ვაგზალი

ვაგზლის თანამედროვე მიწისქვეშა კომპლექსი, რომელიც მეტროს სადგურსაც აერთიანებს 1971-79 წლებში, კომუნისტური მმართველობის დროს, პირველი ვაგზლის ადგილზე აშენდა. მისი ამჟამინდელი სახე კი 2010 წელს დასრულებული რეკონსტრუქციის შედეგად ჩამოყალიბდა.

ჰლავნი ნადრაჟი - მე მოგზაური

რუკაზე:

View Larger Map

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები