მთავარი ქალაქებიასურეთი ელიზაბეტთალი – გერმანია საქართველოში

ელიზაბეტთალი – გერმანია საქართველოში

გერმანული სოფელი ასურეთში

by კახა მჭედლიძე

ორ საუკუნეზე მეტია, რაც შვაბიიდან საქართველოში გერმანელები ჩამოვიდნენ (1818 წ.) და ასურეთში გერმანული კოლონია ელიზაბეტთალი დააარსეს.

გერმანელებმა ელიზაბეტთალში საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს, გამართეს ინფრასტრუქტურა, ააშენეს უნიკალური სახლები, ეწეოდნენ მეღვინეობას, საკუთარი ელექტროსადგურიც კი მოაწყვეს.

1941 წელს მათი დიდი ნაწილი, სტალინურმა რეჟიმმა ერთ ღამეში ძირითადად ყაზახეთში გადაასახლა. ელიზაბეტთალში დარჩნენ მხოლოდ ის გერმანელები, რომლებიც ქართველებზე იყვნენ დაქორწინებულნი.

ახლა ასე გამოიყურება ელიზაბეტთალი – გერმანია საქართველოში.

კირხე, ლუთერანული ტაძარი, აგებული გერმანელი შვაბების მიერ 1871 წელს

სახლები აგებულია უმეტესწილად “ფახვერკის” ტექნოლოგიით.

 

სასაფლაო, ეს არის საქართველოში მცხოვრები გერმანელების დღემდე შემონახული თითქმის ერთადერთი სასაფლაო.

 

ძველი ტრადიციების გაგრძელების მცდელობა ადგილობრივი ღვინის წარმოება და ახლადგახსნილი რესტორანია.

 

 

რეკომენდაციები:

  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • თუ ამ მხარეში დარჩენას აპირებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

 

სხვა მასალები