მე მოგზაური
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებივენავენა 24 საათში
ვენა

ვენა 24 საათში

ვენის ღირსშესანიშნაობები

by salome Published: 9 იანვარი, 2018
by salome Published: 9 იანვარი, 2018 0 კომენტარები
ვენა
8K

ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა დამოუკიდებლად, მხოლოდ ჩემით და სიტყვებითაც კი ვერ ავხსნი, თუ როგორ ვღელავდი და ამავე დროს ბედნიერად ვგრძნობდი თავს.

გამიმართლა, რომ მარტო არ ვიყავი და ამ მოგზაურობას მეგობართან ერთად ვგეგმავდი. მან წინასწარ შეარჩია ყველანაირი ღირშესანიშნაობა, მნიშვნელოვანი ადგილები, მუზეუმები და შენობები.

ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური

ჩვენი თავგადასავალი ძალიან უცნაურად ბუდაპეშტიდან დაიწყო. თავიდან, “რეგიოჯეტის” ავტობუსმა 15 წუთით დააგვიანა, მაგრამ ეს დიდად არ გვაღელვებდა, თუმცა შუა გზაში ავტობუსის გაფუჭებამ და 2 საათით შეფერხებამ ნამდვილად შეგვიქმნა პრობლემები. ჩვენ უნგრეთის საზღვრებიც კი არ გვქონდა გადაკვეთილი, როდესაც მძღოლმა სისტემური გაუმართაობა გამოგვიცხადა და ტრანსპორტიდან ჩამოგვყარა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ჩვენს წასაყვანად სხვა ავტობუსი მოვიდა, მაგრამ ვენაში ჩასასვლელად ბრატისლავაში გადაჯდომა გვიწევდა და რადგან გზაში 2 საათი დავკარგეთ და დავაგვიანეთ, ბრატისლავის ავტოსადგურში ჩვენი ავტობუსი აღარ დაგვხვდა. სხვა რეისით გასამგზავრებლად კი დამატებით ფულს ითხოვდნენ, რაზეც ძალიან გავბრაზდით და კომპანიის ხელმძღვანელთან დაკავშირება მოვითხოვეთ. საბოლოოდ, ჩვენივე ბილეთებით ვენისკენ გამგზავრება შევძელით. ვენაში 12 საათზე უნდა ჩავსულიყავით, მაგრამ 2-ზე ძლივს ჩავაღწიეთ. Airbnb-ზე დაქირავებულ აპარტამენტებამდე მისვლას კიდევ დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა. ვენის ცენტრალურ უბანში ბინის იაფად დაქირავებას ვერაფრით შევძლებდით, რომ არა ფასდაკლება ამ ბლოგიდან.

ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური

რთული მგზავრობისგან სასწაულად დაღლილებს ბევრად მეტი დრო დაგვეხარჯა მოსამზადებლად. ქუჩებში თითქმის ბნელოდა, როცა ჩვენ გარეთ გავედით. მაგრამ ეს დიდებული ქალაქი ღამითაც საკმაოდ სანახაობრივი ჩანდა. ქალაქის ტურისტულ ქუჩებში გასეირნება საოცარი იყო! ყველაფერი იმდენად მდიდრულად და ლამაზად გამოიყურებოდა, გადავწყვიტეთ, რომ ძვირადღირებული მაღაზიები დაგვეთვალიერებინა და ფრიად ვისიამოვნეთ. თავდაპირველად, ჩვენ წავიდით ყველაზე ცნობილ ტკბილეულის მაღაზია / კაფე Demel-ში, ეს იყო განსაცვიფრებელი! დიზაინი, ფერები, ასორტიმენტი, ატმოსფერო!

ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური

შემდეგი გაჩერება აღმოჩნდა Chanel, შემდეგ Prada და ბოლოს Yves Saint Laurent. წამომიდგენია, რა სასაცილოდ გამოვიყურებოდით, ორი სტუდენტი გოგო, ზურგჩანთებით და ჭუჭყიანი ფეხსაცმლით მაღალი მოდის მაღაზიებში.

ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური

თითქოს მოდის სამყარო არ იყო საკმარისი სულიერ საკვებად, გადავწყვიტეთ გვენახა ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრი. უბრალოდ, სიტყვებით ვერ აღვწერ ამ სილამაზეს. ყველაფერი სასწაულად ლამაზი, დახვეწილი იყო. უფრო მეტიც, მე და ჩემმა მეგობარმა 3 ევროიანი ბილეთები ვიშოვეთ და სპექტაკლს დავესწარით.

ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური

მეორე დღეს ძალიან ბევრი რამ გვქონდა გეგმაში, რადგან საღამოს უკვე ბუდაპეშტში გვიწევდა დაბრუნება. დილა დავიწყეთ ძალიან ადრე, ყავით და უგემრიელესი კრუასანით ერთ-ერთ ულამაზეს კაფეში ჩვენი ბინის მახლობლად.

შონბრუნის სასახლე იყო ჩვენი პირველი გაჩერება. უზარმაზარი და საოცარი ადგილი! თითქმის 2 საათის განმავლობაში დავბოდიალობდით და ვათვალიერებდით ეზოებს.

ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური

ძალიან მალევე გავეშურეთ ბელვედერის სასახლე-მუზეუმში, რომელიც ჩემთვის უსაყვარლესი ღირშესანიშნაობაა ვენაში. ყველაფერი ძალიან მშვიდი, ხელუხლებელი, დახვეწილი და კრეატიულია. მეტიც, იქ გუსტავ კლიმტის ორიგინალი ფერწერები ინახება.

ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური
ვენა - მე მოგზაური

რა თქმა უნდა, ამ ადგილმა ბევრად მეტი დრო წაიღო, ვიდრე გვეგონა და უეცრად მივხვდით, რომ ავტობუსზე ძალიან გვაგვიანდებოდა. ანერვიულებულებმა, ხან სააგენტოში ვრეკეთ, ხან მეილები ვაგზავნეთ, რომ როგორმე დაეცადათ ჩვენთვის, თუმცა რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, საბოლოოდ 10 წუთით ადრეც კი მივედით. როგორც ჩანს, ვენის სატრანსპორტო სისტემა ზედმეტად მოწესრიგებული და პუნქტუალურია!

საბოლოო ჯამში, ბუდაპეშტში 1 საათით მალე ჩავედით, რადგან ჩვენი ავტობუსი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – დაფრინავდა სიმართლე რომ გითხრათ, ამ მოგზაურობამ ძალიან დაგვღალა და გამოგვფიტა, რადგან 24 საათი ამხელა ქალაქის დასათვალიერებლად ნამდვილად არ არის საკმარისი.  მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის უკანასკნელი მოგზაურობა ვენაში!

პოსტის ინგლისურენოვანი ორიგინალი: https://aslmka.wordpress.com/2017/11/19/24-hours-in-wien/

გაზიარება:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on LinkedIn (Opens in new window) LinkedIn
  • Click to share on Pinterest (Opens in new window) Pinterest
  • Click to share on Telegram (Opens in new window) Telegram
  • Click to share on WhatsApp (Opens in new window) WhatsApp
  • Click to print (Opens in new window) Print

Related

0 კომენტარები 0 FacebookTwitterPinterestEmail
salome

სხვა მასალები

დრეზდენი 1 დღეში – გზამკვლევი ქალქის გასაცნობად

როგორ გავაქირაოთ ბინა – Airbnb 2025 წელს

Wizz Air-ი ქუთაისი-ლიონის პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air China-მ საქართველოში ფრენები დაიწყო

სასარგებლო ბმულები – როგორ ვიმოგზაუროთ იაფად

ქუთაისის აეროპორტში E-Gate სისტემა ამოქმედდა

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ტურები ევროპაში

  • უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

    Published: 10 ოქტომბერი, 2023
  • სანტორინი იაფად – როგორ ვიმოგზაუროთ

    Published: 8 ივლისი, 2022
  • სექსტურიზმი პრაღაში

    Published: 4 თებერვალი, 2021
  • ჭამა-სმის ტური – Food Tour-ი ათენში

    Published: 1 ივნისი, 2020
  • თხილამურებით ბოჰემიის მთებში – ხარაჩოვი

    Published: 4 იანვარი, 2018

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Linkedin
  • Flickr
  • Youtube
  • Email
  • Soundcloud
  • Whatsapp
  • Rss
  • Tiktok
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი

@2024 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი