ვენეცია – ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

ვენეცია – ახალი ავიარეისი ქუთაისის აეროპორტიდან, რომლის განხორციელებას Wizz Air-ი 2025 წლის 2 დეკემბრიდან იწყებს.

2 დეკემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air იწყებს პირდაპირ რეისებს ვენეციის მიმართულებით – იტალიაში უკვე მესამე ქალაქში, სადაც ქუთაისიდან პირდაპირი ფრენით მოხვედრა იქნება შესაძლებელი.

რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს, თანამედროვე Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით. მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანიას შორის წარმატებით დასრულდა.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია

ახალი მიმართულებები 2025 წელს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში Wizz Air-მა ქუთაისიდან მადრიდისა და ჰამბურგის რეისები განაახლა, ხოლო ივნისიდან სრულიად ახალი – ლიონის მიმართულებით დაიწყო ფრენები კვირაში ორჯერ.

ავიაკომპანია 2022 წლიდან საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში Wizz Air-მა ქვეყანაში მოემსახურა დაახლოებით 900 ათას მგზავრს, ხოლო ქუთაისიდან და პირიქით შესრულდა 4 800 რეისი, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.

მიმართულებების ქსელი

ამჟამად Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ახორციელებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როგორც ტურისტული, ისე ბიზნეს-დანიშნულების ჰაბის სტატუსს.

რეკომენდაციები

  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: AirHelp
  • იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ან ქუთაისიდან: kiwi.com
  • მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

Transavia France-მა თბილისი – პარიზის ფრენები დაიწყო

Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისში ფრენები დაიწყო

დაბალბიუჯეტურმა easyJet-მა თბილისში ფრენა დაიწყო