მთავარი ახალი ამბები 21 მარტიდან შეჩერდება საჰაერო მიმოსვლა

21 მარტიდან შეჩერდება საჰაერო მიმოსვლა

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი
Georgian Airways

2020 წლის 21 მარტიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის შეჩერდება საჰაერო მიმოსვლა.

გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც განხორციელდება Georgian Airways-ის მიერ და რომელიც კოორდინირებული იქნება საქართველოს მთავრობასთან. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

საქართველოს ყველა მოქალაქე და ასევე ის მოქალაქეები, რომლებზეც ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არსებული შეზღუდვის გამონაკლისი, განურჩევლად წარმომავლობის ქვეყნისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და მათ მიმართ გადაწყვეტილებები არსებული პროცედურების შესაბამისად იქნება მიღებული.

მიღებულია გადაწყვეტილება, სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეში მოეწყოს დამატებითი საკარანტინო სივრცეები, რაც სიტუაციის უკეთესად მართვის შესაძლებლობას იძლევა.

0 კომენტარი
0

კომენტარები