მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 20 აგვისტო, ათენი – თბილისი (გამოფრენა საბერძნეთის დროით 23:30, მოფრენა 21 აგვისტოს საქართველოს დროით 03:20);
• 21 აგვისტო, თბილისი – ათენი (გაფრენა საქართველოს დროით – 04:10, ჩაფრენა საბერძნეთის დროით 06:05);
Aegean Airlines-ის რეისი Airbus A 320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, 5 აგვისტოს მიენიჭა.
ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.
რეკომენდაციები:
- კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
- ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 40 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.