მთავარი ახალი ამბები Air France თბილისიდან ფრენას გაზაფხულზე დაიწყებს

Air France თბილისიდან ფრენას გაზაფხულზე დაიწყებს

by მე მოგზაური
0 კომენტარი

2019 წლის 31 მარტიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულირეისების შესრულებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air France იწყებს.

2 წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და  Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით: ოთხშაბათსა და კვირას ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა,რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200 მეტი მიმართულებით წარმატებითოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანი გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლისმონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

წყარო: www.airports.ge

იაფი ავიაბილეთების საძიებელი

  • 52
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები