მიმდინარე წლის ივნისში, ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი – ამსტერდამისა და თბილისი – თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს შესრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ დროისათვის წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:
- 8 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);
- 15 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);
- 27 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);
თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:
- 4 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);
- 11 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);
- 21 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);
- 25 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:10, მოფრენის დრო 15:15).
ფრენები Georgian Airways-ის Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 მაისს მიენიჭა.
წყარო: gcaa.ge
რეკომენდაციები:
- კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
- ეპიდემიის პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთებზე: Omio