722
ავიაკომპანია Georgian Airways ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას აგვისტოშიც გააგრძელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ჩარტერული ფრენების შესრულებას შემდეგი განრიგით გეგმავს:
- 1 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
- 2 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
- 3 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
- 8 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
- 9 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
- 10 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
- 15 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
- 17 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
- 22 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
- 23 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
- 29 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
- 31 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 23 ივლისს მიენიჭა.
რეკომენდაციები:
- კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
- ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 40 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.