მთავარი ახალი ამბები გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონებში Wucher Helicopter Gmbh იფრენს

გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონებში Wucher Helicopter Gmbh იფრენს

by მე მოგზაური
0 კომენტარი
Wucher Helicopter Gmbh

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანია Wucher Helicopter Gmbh-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, Wucher Helicopter Gmbh მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით Heli-skiing ტურებს მოემსახურება. ფრენები 18 იანვრიდან, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ზონაში ოპერირებით დაიწყება.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

Wucher Helicopter Gmbh-ის გარდა, Heli-skiing ტურებს გუდაურსა და მესტიაში გერმანული HTM Helicopter Travel Munich GmbH-ი ემსახურება. კომპანიების ოპერირება ბოლო რამდენიმე წელია, ხელს უწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

 

რეკომენდაციები:

  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • 26
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

კომენტარები