მთავარი ტრანსპორტიLufthansa Lufthansa: 140 ლარის ფასდაკლება ბილეთებზე

Lufthansa: 140 ლარის ფასდაკლება ბილეთებზე

by მე მოგზაური

Lufthansa საქართველოდან განხორციელებული ნებისმიერი ავიარეისის ბილეთებზე 140 ლარის (40 ევრო) ფასდაკლებას აცხადებს.

აქციის ფარგლებში შეძენილი ბილეთებით მოგზაურობა 2022 წლის 30 აპრილამდე უნდა განხორციელდეს. ხოლო თავად ავიაბილეთები უნდა შეიძინოთ 2022 წლის იანვრის ბოლომდე.

ეს შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ Lufthansa Group-ის ვებსაიტებიდან ან მობილური აპლიკაციიდან დაჯავშნის შემთხვევაში. შეიყვანეთ პრომოკოდი შესაბამის ველში დაჯავშნისას და მიიღებთ ფასდაკლებას.

პრომოკოდი: Z0LGFLGH6IP8

როგორ მივიღოთ 140 ლარის ფასდაკლება Lufthansa-ის ბილეთებზე

140 ლარის ფასდაკლების მისაღებად მიჰყევით ამ ინსტრუქციას. თავდაპირველად შედით ვებსაიტზე lufthansa.com და აარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი მიმართულება. ჩვენს შემთხვევაში თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი – ორმხრივი ავიაბილეთი, ისე როგორც ნაჩვენებია სურათზე.

შეარჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი თარიღები 30 აპრილამდე და შემდეგ აარჩიეთ ხელსაყრელი ბილეთი ფასის მიხედვით ისე როგორც ნაჩვენებია შემდეგ სურათებზე.

შემდეგ ეტაპზე, ანალოგიურად აირჩიეთ უკან დასაბრუნებელი ბილეთი. არ დაგავიწყდეთ დამატებითი სერვისების მონიშვნა რა თქმა უნდა თუ ეს გესაჭიროებათ. დამატებითი სერვისები ცვლისს ბილეთის ფასს ისე როგორც ნაჩვენებია სურათებზე.

ამ ფასების არჩევის შემდეგ გვერდის ბოლოში გამოჩნდება საერთო ფასი, ჩვენ შემთხვევაში 608,60 ლარი. იხ. სურათი.

ყვითელ ღილაკზე დაწკაპუნებით გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ამ ეტაპზე უნდა შეიყვანოთ თქვენი მონაცემები, სახელი და გვარი ისე როგორც წერია პასპორტში, ელ-ფოსტა, ტელეფონი და სხვა – როგორც ნაჩვენებია სურათზე.

დაუწკაპუნეთ ყვითელ ღილაკს და ამის შემდეგ დგება პრომოკოდის გამოყენების ეტაპი. დააკვირდით სურათს და იპოვეთ ისრით მითითებული ბმული (Enter promo code – Get a discount on your fare.)

ბმულზე დაწკაპუნების შემდეგ გაიხსნება მცირე ზომის ფანჯარა, რომელშიც უნდა ჩაწეროთ პრომოკოდი: Z0LGFLGH6IP8 და დააჭირეთ Apply. იხ სურათები

შემდეგ კიდევ ერთხელ და თუ საჭირო გახდა მესამედაც დაეთანხმეთ. შედეგად კი მიიღებთ 140 ლარით შემცირებულ ფასს, ისე როგორც ეს ნაჩვენები შემდეგ სურათზე.

შემდეგ კი დაუწკაპუნეთ ყვითელ ღილაკს Yes, book and pay for ticket და ბილეთებს შეიძენთ 140 ლარით იაფად, ჩვენ შემთხვევაში 608 ლარის ნაცვლად გადავიხდით 468 ლარს.

რეკომენდაციები:

  • 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com

სხვა მასალები

კომენტარები

[script_13]