სამოგზაუროდ ძებნისა და დაჯავშნის პლატფორმა Omio ამერიკაში, აშშ-ში და კანადაში შედის და მომხმარებელს 23,000 მარშრუტს სთავაზობს.
ამერიკის ბაზარზე შესვლის აღსანიშნავად Omio მომხმარებლებს სთავაზობს 15%-იან ფასდაკლებას.
ფასდაკლების მისაღებად დაჯავშნისას უნდა გამოიყენოთ პრომოკოდი: OMIOUSA
შენიშვნა – ეს კოდი არ ვრცელდება შემდეგ კომპანიებზე: Amtrak და VIA Rail Canada
ფასდაკლების კოდის გამოყენებას შეძლებთ, მხოლოდ ამერიკაში ყოფნის შემთხვევაში. სისტემა ავტომატურად ხედავს თქვენს ადგილმდებარეობას (საქართველოდან ამ კოდის გამოყენებას ვერ შეძლებთ).
Omio ამერიკაში
თვითმფრინავების, მატარებლებისა და ავტობუსების 23,000 მარშრუტი 20-ზე მეტი კომპანიისგან შეგიძლიათ მოძებნოთ, ერთმანეთს შეადაროთ ფასები და ბილეთები დაჯავშნოთ Omio-ს საიტზე და აპლიკაციის მეშვეობით:
Omio.com
ამერიკაში Omio-ს პარტნიორთა შორის არიან: Amtrak, VIA Rail Canada, Delta Airlines, United Airlines, OurBus და Academy. მიმდინარე წლის განმავლობაში სერვისს კიდევ უფრო მეტი მარშრუტი და პროვაიდერი დაემატება.
კომპანიის ბეგრაუნდი
Omio-ს მიზანია ადამიანებს დაეხმაროს დაჯავშნონ და იმოგზაურონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მარტივი, ინტუიციური და გამჭვირვალე ინტერფეისის მეშვეობით. პლატფორმა ამჟამად ხელმისაწვდომია 21 ენაზე და ემსახურება თვეში საშუალოდ 27 მილიონ მოგზაურს, 120-ზე მეტი ქვეყნიდან.
Omio-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Naren Shaam აცხადებს, რომ “აშშ და კანადა შესანიშნავი ბაზარია ისეთი პროდუქტისთვის, როგორიცაა Omio, რომელიც მილიონობით ადამიანს საშუალებას აძლევს შეადარონ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების ფასები და მარტივად დაგეგმონ მოგზაურობა ერთი აპლიკაციის მეშვეობით.”
ამავე თემაზე:
რეკომენდაციები:
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com