Home ტრანსპორტიWizz Air როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი
Wizz Air

Wizz Air-ის იაფი ბილეთის შეძენის შემდეგ საჭშიროა რეგისტრაცია Check-in. სწორედ ამ პროცედურის შემდეგ მიიღებთ თვითმფრინავში ჩასასხდომის ბილეთს. ერთად გავიაროთ “ჩეკინი”.

არსებობს ფასიანი და უფასო რეგისტრაცია Check-in. აქ განვიხილავთ უფასო რეგისტრაციას, რომელიც შესაძლებელია ფრენამდე 2 დღის მანძილზე. როგორც კი ფრენამდე 2 დღე დარჩება Wizz Air-ის თქვენს პროფილში, შეძენილი ბილეთის გვერდზე უნდა დააკლიკოთ მარჯვენა კუთხეში ვარდისფერ ღილაკს.

wizz air უფასო რეგისტრაცია

შემდეგ გვერდზე უნდა მონიშნოთ ის მგზავრები, რომლების ბილეთების რეგისტრაციასაც აპირებთ. ამ შემთხვევაში მონიშნულია ორივე მგზავრი.

უფასო ჩეკინი

შემდეგ ეტაპზე სისტემა კიდევ შეეცდება ფასიანი ადგილების არჩევისკენ გიბიძგოთ, მაგრამ არ დანებდეთ და დააჭირეთ მხოლოდ ღილაკს “რეკომენდაციის გამოტოვება”

ამის შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს “დადასტურება” – სხვას არაფერს!

ადგილის არჩევა

შემდეგ, გამოჩნდება შეტყობინება სადაც უნდა დააკლიკოთ არა ვარდისფერ ღილაკზე, არამედ წვრილი შრიფტით დაწერილ ბმულზე: “ამ მგზავრებისთვის ადგილების მინიჭება შემთხვევითობის პრინციპით, რეისზე რეგისტრაციის შემდეგ”

ამ მგზავრებისთვის ადგილების მინიჭება შემთხვევითობის პრინციპით, რეისზე რეგისტრაციის შემდეგ

შემდეგ, მე-3 ეტაპზე სისტემა კიდევ შეეცდება პრიორიტეტული ჩასხდომა ან სხვა სერვისი შემოგთავაზოთ, მაგრამ უფასო რეგისტრაციისთვის არცერთი დამატებითი სერვისი არ მონიშნოთ.

მომდევნო მე-4 ეტაპზე უნდა შეავსოთ რეგისტრაციისთვის საჭირო ველები, სახელი-გვარი, პასპორტის მონაცემები და სხვა.

Wizz Air ჩეკინი

ფორმის კორექტულად შევსების შემდეგ უნდა დაეთანხმოთ პირობებს და დააჭიროთ “მიღება და რეისზე რეგისტრაციას”

wizz air ჩეკინი

და ბოლო ეტაპზე თქვენ მიიღებთ რეგისტრირებულ ბილეთებს, რომელიც უნდა ამობეჭდოთ ქუთაისის აეროპორტში წარსადგენად. უცხოეთში, ბევრ აეროპორტში შეგიძ₾იათ წარადგინოთ მობილური ვერია.

ბილეთების ჩამოტვირთვა

სულ ეს არის. შემდეგ სკრინშოტზე ნაჩვენებია ბილეთის ნიმუში.

Boarding Card

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 38 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
0 კომენტარი
1

კომენტარები