Home მოგზაურობა როგორ ვიმოგზაუროთ სანტორინიზე ყველაზე იაფად

როგორ ვიმოგზაუროთ სანტორინიზე ყველაზე იაფად

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი
სანტორინი, დაისი

სანტორინიზე მოგზაურობა იმაზე იოლი და იაფია ვიდრე შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია. ამ პოსტში დეტალურად აღვწერ თუ როგორ უნდა იმოგზაუროთ სანტორინიზე ყველაზე იაფად.

2016 წელს ერთხელ უკვე ვიმოგზაურე სანტორინიზე მინიმალური ბიუჯეტით და ახლა ისევ ვაპირებ.  თქვენც მინდა გაგიზიაროთ ის რეკომენდაციები, რომელიც ამ საოცნებო კუნძულზე მოგზაურობას რეალურად აქცევს.

თავდაპირველად იმის შესახებ თუ როდის არის შესაძლებელი სანტორინიზე იაფად მოგზაურობა – ეს არის ე.წ. სეზონის მიწურული. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ სეზონზე, პაპანაქება სიცხეში სანტორინიზე ათასობით ევროს ხარჯვას ჩემთვის აზრი არ აქვს და რატომ მოკლედ ვიტყვი: უამრავი ტურისტი, რომლებისგანაც ვიწრო ქუჩებში საცობებიც კი იქმნება, ფოტოსაც ვერ გადაიღებ თავისუფლად; არაადამიანური სიძვირე და  პლიაჟზე დასვენება-გარუჯვის დაბალი ალბათობა. უბრალოდ იქ სადაც ლამაზი თეთრი სახლები და ტურისტული ადგილებია, კლდეებია, პლიაჟი საერთოდ არ არის. და სადაც პლიაჟია, კუნძულის მეორე მხარეს, იქ ქობულეთის კი არა და ურეკის მსგავსი გარემოა.

ამიტომ უნდა გადაწყვიტოთ რისთვის მიდიხართ სანტორინიზე, მე მაგალითად სანახაობისთვის, ბევრი ლამაზი ფოტოს გადასაღებად, დასათვალიერებლად და სასეირნოდ – არა გარუჯვისთვის.

 

იაფი ავიაბილეთები

ავიაბილეთების ფასი დამოკიდებულია სეზონზე, შესაბამისად არასეზონზე იაფი ვარიანტების პოვნა შეიძლება. მაგალითად, 12-19 ოქტომბერი, ქუთაისი-ათენი-ქუთაისის ავიაბილეთი ღირს 72,49 ევრო.

ამას დაემატება 13-17 ოქტომბრის ავიაბილეთი ათენი-სანტორინი-ათენი54,00 ევრო.

გაითვალისწინეთ, რომ იაფი სანტორინიზე იაფად მოგზაურობისთვის საჭიროა 1-2 დღის ათენში გატარება, რაც ნამდვილად გაამრავალფეროვნებს თქვენს მოგზაურობას.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთების ღირებულება ყოველდღიურად იცვლება და არ არის გამორიცხული, აქ მოყვანილი ფასები kiwi.com-ზე ბილეთების ძებნისას მცირედით შეცვლილი იყოს. ამიტომ ეძებეთ სხვადასხვა თარიღები დეკემბრამდე და ადრე გაზაფხულიდან.

 

ბიუჯეტური საცხოვრებელი

უცხოეთში საცხოვრებლის შერჩევისას უპირატესობას არა სასტუმროს, არამედ Airbnb-ის აპარტამენტებს ვანიჭებ. თუ რატომ აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

თუმცა სანტორინიზე სასტუმროს ნომრებიც კი Airbnb-ზე ქირავდება და არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რადგან კლდეზე განლაგებული საცხოვრებლები ხედით ზღვაზე და სხვა კუნძულებზე 2-3-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ის აპარტამენტები, რომლებსაც ხედი კუნძულის მეორე მხარეს აქვს.

აპარტამენტი სანტორინის ტრადიციული ხედით

აპარტამენტი Pano Meria Venetian Style Studio I მდებარეობს სანტორინის ქალაქ ოიაზე (იგივე ია). ამ ორკაციანი სტუდიოს დაქირავება დღეში 165 ევრო დაგიჯდებათ. სულ 3 ღამე 14-17 ოქრომბერი, გამოდის 559 ევრო. შესაბამისად ერთ კაცზე 279,5 ევრო.

თუ Airbnb-ზე ამ პოსტიდან დარეგისტრირდებით პირველ ჯავშანზე 38 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

სასტუმროს ნომერი პლიაჟის მხარეს

სასტუმროს ნომერი Join Us,sea view, Balcony მდებარეობს პლიაჟის პირას და მისი ორკაციანი ნომრის ღირებულება ერთი დღით 38 ევროს შეადგენს. სულ 3 ღამე 14-17 ოქრომბერი, გამოდის 129 ევრო. შესაბამისად ერთ კაცზე 64,5 ევრო.

თუ ამ ვარიანტს ფასდაკლების 38 ევროს გამოვაკლებთ 3 ღამე 2 ადამიანზე სულაც 90 ევროს ფარგლებში იქნება.

იგივე ფასად შეიძლება პლიაჟიდან ოდნავ მოშორებული სასტუმროს ნომრების დაქირავება, რომლებსაც აქვს საცურაო აუზი, ან დილის უფასო კვება.

თუ მაინცდამაინც სასტუმროს მომხმარებელი ხართ, ხელსაყრელი ვარიანტის მოსაძიებლად გირჩევთ არა ბუკინგკომს, არამედ მასზე და სხვა მსგავს საიტებზე ძიების სისტემას: hotelscombined.com.

 

ტრანსპორტი

სანტორინიზე სრულყოფილი მოგზაურობისთვის საჭროა ავტომობილის დაქირავება. ის განსაკუთრებით ამართლებს თუ 2-ზე მეტი ადამიანი მოგზაურობთ.

ავტომობილით კუნძულის ყველა კუთხეში-კუნჭულში თუ მწვერვალზე მისვლას მოახერხებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ავტობუსი კი კუნძულის ძირითად ღერძზე მოძრაობს და ერთი მგზავრობა 1,8 – 2,4 ევროა. ავტომობილის დაქირავება, მაგალითად ოქტომბერში 24 ევრომდე ჯდება. თუ რატომ ავტომობილი აღწერილი მაქვს პეციალურ პოსტში – ავტომობილის დაქირავება მოგზაურობისას.

rent car

ავტომობილის დაქირავების ფასი 3 დღე – 48 ევრო. პლუს საწვავი დაახლოებით 15 ევრო, სულ 63 ევრო.

 

იაფი კვება?

კვება იაფად შესაძლებელია, ოღონდ არა კაფე-რესტორნებში. მაკდონალდიც კი 2-3-ჯერ ძვირია ვიდრე საქართველოში.

პიცის ფასი 15 ევროს ფარგლებშია, ასევე სხვა ცნობილი კერძებიც და ბერძნული სალათიც შეიძლება შეუკვეთოთ და 30 ევროს ფარგლებში ორმა ადამიანმა ისადილოს.

პიცა

თუმცა, თუ მზარეულობა ოდნავ მაინც გეხერხებათ და არ გეზარებათ, გირჩევთ სუპერმარკეტში პროდუქტებისა და სასმელის შეძენას.

სტეიკის, მწვადის ან თუნდაც სალათის მომზადებას აპარტამენტის სამზარეულოში თავისუფლად შეძლებთ. ასე უფრო იაფად გამოხვალთ, 3-4 დღე 2 ადამიანის კვებაზე დაახლოებით 100 ევრო დაგეხარჯებათ.

ღვინო

 

ბიუჯეტი

დადგა დრო შევაჯამოთ ხარჯები და გავარკვიოთ ყველაზე მცირე რა თანხა არის საჭირო სანტორინიზე იაფად მოგზაურობისთვის.

ჩემი მოკრძალებული გათვლებით ორკაციან ჯგუფში, სანტორინიზე ერთი ადამიანის სამოგზაურო ბიუჯეტი 3 ღამე – 4 დღე შეადგენს: 252,99 ევროს.

ასეთი ბიუჯეტური მოგზაურობა თქვენ საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ უამრავი სამახსოვრო ფოტო ისე, რომ ხელს არავინ შეგიშლით, მთელი კუნძული ლამის თქვენი დეკორაცია იქნება.

თავისუფლად ნახავთ ძირითად ღირშესანიშნაობებს და და ისიამოვნებთ სანტორინის ულამაზესი ხედებით.

სანტორინი

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
0 კომენტარი
1

სხვა მასალები

Leave a Comment

%d bloggers like this: