მთავარი ტრანსპორტიRyanair როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები

by Kakha Mchedlidze
16 კომენტარები
Ryanair-ის ბილეთები

როგორ უნდა შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები – მთავარი კითხვა მას შემდეგ რაც  Ryanair საქართველოში შემოვიდა.

ევროპაში ყველაზე მძლავრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ფრენას თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყებს. ავიაბილეთები უკვე იყიდება თბილისი-მილანის (ბერგამო), ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებით. მათი ფასი 10 ევროდან იწყებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც Ryanair-ის ვებსაიტს უამრავი ქართველი მიაწყდა, ფასები გაიზარდა.  თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება იაფფასიანი ვარიანტების პოვნა. ბევრისთვის Ryanair.com უცხო ხილია, ამიტომ აქ აღვწერ თუ როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ და შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები.

რეგისტრაცია

რეგისტრაცია მარტივია, დააჭირეთ Sign up რის შედეგადაც გამოჩნდება რეგისტრაციის ფანჯარა. ყველაზე მარტივია ფეისბუკით ან გუგლის ექაუნთით გაწევრიანება. ქვევით მოცემულ სკრინშოტზე სწორედ ფეისბუკით რეგისტრაციაა გამოსახული.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

თქვენს ფეისბუკთან (ან gmail-თან)  Ryanair-ის ექაუნტის დაკავშირებაზე დათანხმების შემდეგ ავტომატურად მოხდება თქვენი ავტორიზაცია – საიტზე შესვლა. ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ბილეთების შეძენაზე.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები

ბილეთების შეძენამდე შევარჩიოთ ყველაზე იაფი ვარიანტი. ამ მომენტისთვის ეს არის თბილისი-ბერგამოს, იგივე მილანის მიმართულება. 18 დეკემბერს ბილეთი 27 ევრო ღირს. თუ რისი ნახვა შეიძლება მილანში აღწერილი მაქვს სპეციალირ პოსტში: რა ვნახო მილანში?

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

მე როგორც წესი ერთი მიმართულების ყველაზე იაფ ბილეთს ვყიდულობ ხოლმე და შემდეგ ველოდები უკან დასაბრუნებელი ბილეთის გაიაფებას ან სხვა ქალაქიდან ვბრუნდები ხოლმე, ეს არის ევროპაში ყველაზე იაფად მოგზაურობის მთავარი საიდუმლო. მაგრამ, ამჯერად შევიძინოთ ორმხრივი ბილეთი. უკან დასაბრუნებლად ავირჩიოთ 22 დეკემბერი 61 ევროდ.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

თავდაპირველად ვირჩევთ გაფრენის ბილეთს და ვაჭერთ ყვითელ ღილაკზე სადაც მითითებულია ფასი.

სისტემა გამოიტანს ბილეთის სხვადასხვა ვარიანტებს. პირველია სტანდარტული, შემდეგ პლუსი და ფლექსი პლუსი. გაეცანით მათ სერვისებს და თუ გჭირდებათ აირჩიეთ შესაბამისი.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

მე ყოველთვის ვირჩევ სტანდარტულს, რადგან ეს სრულიად საკმარისია 2-3 საათიანი ფრენისთვის. შემდეგ უკან დასაბრუნებელი ბილეთისთვისაც იგივე უნდა გააკეთოთ. შემდეგ ეტაპზე სისტემა გაჩვენებთ თქვენს მიერ არჩეულ პაკეტებს და ქვევით კიდევ დამატებით სერვისებს შემოგთავაზებთ.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

თუ არ გჭირდებათ ეს შემოთავაზებები დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში ყვითელ ღილაკს Continue.

ამის შემეგ სისტემა თვითმფრინავის ადგილების შეძენას შემოგთავაზებთ. თუ მაინცდამაინც ილუმინატორთან ჯდომა გინდათ და ან დიდი ზომისა და წონის ბრძანდებით, მაშინ აირჩიეთ შესაბამისი სავარძლები, სხვა შემთხვევაში გამოტოვეთ ეს შემოთავაზება.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

შემოთავაზების გამოსატოვებლად დააჭირეთ ბმულს, რომელიც ზედა ილუსტრაციაზე მითითებულია წითელი ისრით.

შემდეგ ეტაპზე გადავდივართ ბარგის არჩევაზე. მე ყოველთვის ვირჩევ უფასო ხელბარგს, თუ თქვენთვის ეს საკმარისი არ არის აირჩიეთ დამატებითი ბარგი, რომელიც თქვენს ბილეთს 6-დან 10 ევრომდე გააძვირებს.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

იგივე უნდა გააკეთოთ უკან დასაბრუნებელი ბილეთისთვისაც.

შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ დამატებით სერვისებს, ისევ ადგილის არჩევას, დიდი ბარგის დამატებას… თუ ძალიან არ გჭირდებათ მე გირჩევთ მათ გამოტოვებას.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში ყვითელ ღილაკს Check out.

სისტემა კიდევ ერთხელ შეეცდება ფასიანი ადგილები მოგყიდოთ. არ დაეთანხმოთ, რადგან უფასო ადგილებს სისტემა ავტომატურად მოგანიჭებთ გაფრენამდე ორი დღის მანძილზე უფასო რეგისტრაცის – ჩეკინისას.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

დააჭირეთ ბმულს I choose random allocation, რომელიც ზედა ილუსტრაციაზე მითითებულია წითელი ისრით.

მომდევნო ეტაპი მგზავრის მონაცემების შეყვანაა.

ყველა ველი შეავსეთ ზუსტად და სახელი-გვარი და სხვა მონაცემები ჩაწერეთ ისე როგორც თქვენ საზღვარგარეთის ბიომეტრიულ პასპორტშია მოცემული.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

ჩევნს მიერ გამოტოვებული სერვისების შედეგად მივიღეთ ავიაბილეთების სუფთა ფასი 87.54 ევრო  და ლურჯ ღილაკზე დაჭერით გადავდივართ ბოლო ეტაპზე.

თანხის გადახდა შეიძლება განახორციელოთ საბანკო პლასტიკური საკრედიტო ბარათით ან “პეიპალით”.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

ველებში პლასტიკური საბანკო ბარათის მონახემების ჩაწერის შემდეგ დაუწკაპუნეთ ყვითელ ღილაკს Pay Now და რამდენიმე წამის შემდეგ გადახვალთ თქვენს შეძენილ ბილეთებზე.

როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები - მე მოგზაური

უფასო ჩეკინის შესახებ სპეციალური პოსტი:

შეიძინეთ ბილეთები და ნურაფრის შეგეშინდებათ, რადგან რეისის გაუქმების, გადადების ან დაგვიანების შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ კომპენსაცია, რომელიც 4-5-ჯერ აღემატება თქვენს მიერ დახარჯულ თანხას. ამ შემთხვევაში თუ ბილეთებში გადავიხადეთ 87 ევრო თვითმფრინავის დაგვიანების ან რეისის გაუქმების შემთხვევაში კომპენსაციის მოცულობა იქნება 400 ევრო. თუ როგორ უნდა მოითხოვოთ კომპენსაცია აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში კომპენსაცია გაპრობლემებული ავიარეისებისთვის.

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com

 

  • 13
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
16 კომენტარები
3

სხვა მასალები

16 კომენტარები

ქეთა 25 აგვისტო, 2019 - 01:50

საძიებო სისტემის გამოყენება მაინც ვფიქრობ ყველაზე ეფექტური გზაა იაფი ავიაბილეთის მოსაძებნად. მაგალითად გირჩებთ ბრენდუსის საძიებო სისტემას მარტივია, სწრაფია და რეალურ დროშია ასახული ინფორმაცია. როგორც Ryanair ის ასევე სხვა ავიაკომპანიების ფრენების მიმართულებები შეგიძლიათ იხილოთ და მიიღოთ საუკეთესო შემოთავაზებული ფასი თქვენ ბილეთზე.
ლინკს დაგიტოვებთ:branduus.com

Reply
მე მოგზაური 25 აგვისტო, 2019 - 03:15

ეს საიტი თქვენ გააკეთეთ?

Reply
ქეთა 25 აგვისტო, 2019 - 09:03

არა, Branduus ჩემი გაკეთებული არაა მაგრამ ვიცი რომ ქართველების შექმნილი საიტია. რამდენჯერმე უკვე ვისარგებლე და მინდა გითხრათ რომ ფასების მხრივ საკმაოდ კონკურენტუნარიანია. არის ასევე სხვა საძიებო აისტემები მაგალითად Scyscanner, Kayak და სხვა. ფასები შეგიძლიათ შეადაროთ.

Reply
მე მოგზაური 25 აგვისტო, 2019 - 21:31

არანაირად. ეგ საიტი არის aviasales.ru უბრალოდ ქართული ინტტერფეისით. ამ რუსულ სისტემაზეა დაფუძნებული ბევრი ქართული მსგავსი საიტი და რა თქმა უნდა ბევრიც რუსულიც. ფასების მოსაძებნად კიდევ შეიძლება aviasales-ზე შესვლა. ბილეთის შეძენას კი თავად ავიაკომპანიის საიტზე გირჩევთ.

Reply
ქეთა 25 აგვისტო, 2019 - 23:02

ვისი ინტერფეისიც არ უნდა იყოს მე მაინც გირჩევთ საძიებო სისტემების გამოყენებას, ეს Branduus იქნება თუ სხვა რომელიმე, რადგან ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებულ ფასზე იაფად შევიძინე 3 ბილეთი ონლაინ. არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია, რეალურად ავიაკომპანიების მიერ შემოთავაზებულ ფასზე ნაკლებადაა შესაძლებელი ავიაბილეთის შეძენა. აქამდე თუ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა გირჩევთ სცადოთ, არჩევანი თქვენზეა …

მე მოგზაური 26 აგვისტო, 2019 - 20:11

გააჩნია რომელ ავიაკომპანიაზეა საუბარი. დაბალბიუჯეტიანების შემთხვევაში სიეთი როგორიც არის Ryanair და Wizz Air შეუძლებელია მათზე დაბალი ფასი ვინმეს ჰქონდეს.

მაია 26 აგვისტო, 2019 - 21:42

თანხას რომელ ვალუტაში ითხოვს თუ იცით?

Reply
მე მოგზაური 26 აგვისტო, 2019 - 21:47

ევროში, შესაბამისი ლარებში.

Reply
მანანა 11 ნოემბერი, 2019 - 14:39

რეინეარზეც ონლაინ ცეკინგი უნდა გაკეთდეს? აეროპორტში რეგისტრაცია ისევე ფასიანია, როგორს ციზეარში? თბილისიდან მივფრინავ მილანში და როგორ მოვიქცე?

Reply
მე მოგზაური 11 ნოემბერი, 2019 - 17:30

კი ონლაინ ჩეკინი აუცილებელია. აი ასე უნდა გააკეთო: https://wp.me/p8fym3-3Yj

Reply
ირაკლი 18 ნოემბერი, 2019 - 15:04

თუ იცით Ryanair – ის შეძენილი ბილეთები დაბრუნებას ექვემდებარება ?
გადაცვლას თანხის დამატებით , რომ შეიძლება ეს ზუსტად ვიცი.

Reply
მე მოგზაური 18 ნოემბერი, 2019 - 19:09

არა, დაბრუნება არ ხდება?

Reply
ნონა 17 დეკემბერი, 2019 - 15:34

სხვისთვის თუ შემიძლია შეძენა, ანუ მეც რო არ მივყვებოდე, მადლობა

Reply
მე მოგზაური 17 დეკემბერი, 2019 - 15:36

კი შეიძლება, ოღონდ მგზავროს სახელი და გვარი უნდა იყოს ზუსტად მითითებული.

Reply
Giorgi 31 იანვარი, 2020 - 07:34

ორი ადამიანისთვის როცა მინდა ყიდვა ადგილებს თავისისთ შეარჩევს? ანუ გვერდიგვერდ დაგვსვამს თუ ეგ უკვე ფასიანი სერვისია?

Reply
Kakha Mchedlidze 31 იანვარი, 2020 - 16:38

უფასო ჩეკინის დროს ადგილების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით ხდება და შეიძლება ცალ-ცალკე მოხვდეთ.

Reply

კომენტარები